შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე

  • Word
შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023399
  • Word
586
24/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023399
შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №586

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ჯონოული 1“-ის მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ

საბანკო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე

 

1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ხვამლს“ შორის 2015 წლის 1 აპრილს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით შპს „ჯონოული 1“-ის მიერ ახალი საბანკო გარანტიის (№BGMP0524/070317, გარანტი − სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, გაცემის თარიღი − 07.03.2017, ოდენობა − 110,000.00 აშშ დოლარი) საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენის თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ხვამლის“ მიერ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის (№1144926-8285306, გარანტი − სს „თიბისი ბანკი“, გაცემის თარიღი − 09.03.2016, ოდენობა − 110,000.00 აშშ დოლარი) დაბრუნება.

3. ამ განკარგულების მეორე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი