საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023402
  • Word
583
24/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
000000000.00.003.023402
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №583

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

   ა)  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 5 150 (ხუთი ათას ას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებებისა და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

   ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

   გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არაუმეტეს 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

       პრემიერ-მინისტრი                                                                    გიორგი კვირიკაშვილი