დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 580 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023405 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №580
2017 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე მუხლის:
ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 125 ერთეულით;
ბ) პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა:
ბ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 6000 ერთეულით, მათ შორის, არაუმეტეს 37 ერთეულით − სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ძირითადი საქმიანობისათვის (გამოცდები/შეფასებები/კვლევები/სახელმწიფო დაკვეთები) და არაუმეტეს 12 ერთეულით − ადმინისტრაციული ფუნქციების განსახორციელებლად;
ბ.ბ) ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 4,500 ლარით;
ბ.გ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 2,000 ლარით;
ბ.დ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 46%-ით;
გ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 115 ერთეულით;
დ) პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა:
დ.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 1524 ერთეულით;
დ.ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 1550 ლარით;
დ.გ) საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა განსაზღვროს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის არაუმეტეს 40%-ით;
ე) პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაზე და მიეცეს თანხმობა:
ე.ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 325 ერთეულით, საიდანაც 280 ერთეული დასაქმებული იქნება 2017 წლის 1 ივლისამდე;
ე.ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არაუმეტეს 1630 ლარით;
ვ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 11 ერთეულით, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, ფონდის პროგრამებისა და გრანტების ფარგლებში − 200 ერთეულით;
ზ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 325 ერთეულით;
თ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 36 ერთეულით, მათ შორის, 21 ერთეული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში და 15 ერთეული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში;
ი) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 50 ერთეულით, მათ შორის, 15 ერთეული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში და 35 ერთეული საგრანტო დაფინანსების ფარგლებში;
კ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა სსიპ − კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 55 ერთეულით, მათ შორის, 11 ერთეულით – ცენტრში დაცული ფონდების აღრიცხვისა და მასში არსებულ სიძველეთათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წინადადებების შემმუშავებელი კომისიის ფარგლებში და 24 ერთეული − საგრანტო დაფინანსების ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები