შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 556
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023413
  • Word
556
24/03/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
000000000.00.003.023413
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №566

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ ეთხოვოს, საკუთარი ან/და მისთვის კანონმდებლობით გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოს ქ. თბილისში , კრწანისის რაიონში, გულუას მოედანთან, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

2. ეთხოვოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს კომპეტენციის ფარგლებში დაევალოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი