დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხეორიჰესისათვის “ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 561 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023418 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №561
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხეორიჰესისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ხეორიჰესს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405080647) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად − 3710 (სამი ათას შვიდას ათი) ლარად, აღნაგობის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის − 3710 (სამი ათას შვიდას ათი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „მკ ენერჯის“ (ამჟამად: შპს „ხეორიჰესი“), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურ „ხეორიჰესის“ აშენების მიზნით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუდალში 2057.00 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №88.04.23.017) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 14800 (თოთხმეტი ათას რვაასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ხეორიჰესს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405080647).
4. ამ განკარგულების მესამე პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) საქართველოს მთავრობას, შპს „მკ ენერჯის“ (ამჟამად: შპს „ხეორიჰესი“), სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგური „ხეორიჰესის“ აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში მიღება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები