დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 560 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023419 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №560
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
შპს „აჭარისწყალი ჯორჯიასათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ (ს/კ: 404401438) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად – 2645 (ორი ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარად, გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის –2645 (ორი ათას ექვსას ორმოცდახუთი) ლარის გადახდა ყოველწლიურად;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული შუახევის ჰიდროელექტროსადგურის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები