ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).003.023421
558
23/03/2017
ვებგვერდი, 31/03/2017
000000000.00(0).003.023421
ა(ა)იპ - ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №558

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ – ერთად რეალური ცვლილებებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ – ერთად რეალური ცვლილებებისათვის (ს/კ: №401981931) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. ბორჯომში, დ. აღმაშენებლის ქ. №31-ში, პირველ სართულზე მდებარე 567.09 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.23.02.605.01.528).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში ერთდროულად არანაკლებ 40 (ორმოცი) ადამიანის მომსახურებაზე გათვლილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრის შექმნა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ქონების სარეკონსტრუქციო ან/და სარემონტო სამუშაოების განხორციელებას, აღჭურვას, პერსონალის გადამზადებას) და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 თვის ვადაში, არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის დახარჯვა.

3.ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი განახორციელოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.

4. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                                           გიორგი კვირიკაშვილი