ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 557
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023396
  • Word
557
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023396
ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5 57

2017 წლის 23 მარტი

. თბილისი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

მიეცეს უფლება ხაშურის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 121 460 (ას ოცდაერთი ათას ოთხას სამოცი) ლარი და 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 34 085 (ოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდახუთი) ლარი, აგრეთვე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 53 981 (ორმოცდაცამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაერთი) ლარი, ჯამში − 209 526 (ორას ცხრა ათას ხუთას ოცდაექვსი) ლარი მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი