საბჭოს 1992 წლის 13 ივლისის დირექტივა 92/65/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესახებ, რომლებიც არეგულირებს გაერთიანებაში ისეთი ცხოველებით, სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით ვაჭრობას ან იმპორტს, რომლებიც არ ექვემდებარება დირექტივის 90/425/EEC A(I) დანართში მითითებულ გაერთიანების სპეციალურ წესებს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

საბჭოს 1992 წლის 13 ივლისის დირექტივა 92/65/EEC

ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესახებ, რომლებიც არეგულირებს გაერთიანებაში ისეთი ცხოველებით, სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით ვაჭრობას ან იმპორტს, რომლებიც არ ექვემდებარება დირექტივის 90/425/EEC A(I) დანართში მითითებულ გაერთიანების სპეციალურ წესებს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

 

ევროპის გაერთიანებების საბჭომ,

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების, კონკრეტულად კი მისი 43-ე მუხლის გათვალისწინებით,

კომისიის წინადადებების გათვალისწინებით,1

ევროპარლამენტის მოსაზრების გათვალისწინებით,2

ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრების გათვალისწინებით,3

ვინაიდან ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის ნაწარმი მოცემულია დამფუძნებელი ხელშეკრულების II დანართით გათვალისწინებულ ნაწარმში; ამასთანავე, აღნიშნული ნაწარმის ბაზარზე განთავსება სოფლის მეურნეობაში მოღვაწე მოსახლეობის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს;

ვინაიდან აღნიშნული სექტორის რაციონალური განვითარებისა და მწარმოებლურობის ზრდის უზრუნველსაყოფად საჭიროა გაერთიანებაში დადგინდეს ვეტერინარული წესები ცხოველებისა და ცხოველური ნაწარმის მიმართ;

ვინაიდან გაერთიანებამ, 1992 წლის 13 დეკემბრამდე, უნდა მიიღოს ზომები შიდა ბაზრის ეტაპობრივი ფორმირებისთვის;

ვინაიდან ზემოთ დასახელებული მიზნების გათვალისწინებით, საბჭოს მიერ უკვე გამოცემულ იქნა ვეტერინარული წესები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან, ღორებთან, ცხვრებთან და თხებთან მიმართებაში, ასევე ცხენისებრთა ოჯახის ცხოველებთან, შინაურ ფრინველებთან, საინკუბაციო კვერცხებთან, თევზისა და თევზის ნაწარმთან, ორსაგდულიან მოლუსკებთან, ხარისა და ტახის სპერმასთან, ცხვრის ემბრიონებთან, ახალ ხორცთან, შინაური ფრინველის ხორცთან, ხორცპროდუქტებთან, ასევე ნადირისა და ბოცვრის ხორცთან მიმართებაში;

ვინაიდან აუცილებელია ვეტერინარული წესების მიღება ბაზარზე ისეთი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების განსათავსებლად, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დარეგულირებული ზემოაღნიშნული წესებით;

ვინაიდან რეკომენდირებულია, გათვალისწინებული იქნეს შესაბამისი დებულებები წინამდებარე დირექტივის იმგვარად გამოსაყენებლად, რომ ზიანი არ მიადგეს 1982 წლის 3 დეკემბრის საბჭოს რეგულაციას (EEC) N 3626/82 „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“4 კონვენციის გაერთიანებაში განხორციელების შესახებ.

ვინაიდან გარკვეულ ტექნიკურ ასპექტებთან დაკავშირებით, მითითება უნდა გაკეთდეს საბჭოს 1964 წლის 26 ივნისის დირექტივაზე 64/432/EEC, რომელიც ეხება ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენს გაერთიანების ფარგლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვითა და ღორებით ვაჭრობაზე5 და 1985 წლის 18 ნოემბრის დირექტივაზე 85/511/EEC, რომელიც გაერთიანების ფარგლებში ადგენს თურქულის კონტროლის ღონისძიებებს6;

ვინაიდან შემოწმებებისა და შესაბამისი შემდგომი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, განსახორციელებელ დაცვით ღონისძიებებთან მიმართებაში, მითითება უნდა გაკეთდეს საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის დირექტივით 90/425/EEC დადგენილ ზოგად წესებზე, რომლებიც ეხება შიდა ბაზრის ფორმირების დასრულების მიზნით გაერთიანების ფარგლებში გარკვეული ცოცხალი ცხოველებითა და ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ვეტერინარულ და ზოოტექნიკურ შემოწმებებს7;

ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ცხოველებითა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით ვაჭრობა ლიბერალიზებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს დაცვის შესაძლო ღონისძიებების გამოყენებას;

ვინაიდან ცხოველების დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხის გათვალისწინებით, გარკვეული ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის ნაწარმისათვის განსაზღვრული უნდა იქნეს კონკრეტული მოთხოვნები, რომელთა გამოყენებაც უნდა მოხდეს სავაჭრო მიზნით მათი ბაზარზე განთავსების შემთხვევაში, განსაკუთრებით, როდესაც ისინი განკუთვნილია ჯანმრთელობის მაღალი სტატუსის მქონე რეგიონებისთვის;

ვინაიდან იმ განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, რომელიც არსებობს ირლანდიაში, ასევე გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, მათი კუნძულოვანი სტრუქტურისა და იმ ფაქტის გამო, რომ აღნიშნული ქვეყნები უკვე დიდი ხანია ცოფისაგან თავისუფალ ქვეყნებს წარმოადგენენ, აუცილებელია სპეციალური დებულებების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ბაზრებზე ისეთი ძაღლებისა და კატების შეყვანა, რომლებიც წარმოშობით აღნიშნული ქვეყნებიდან არ არიან არ იწვევდეს ცოფის შეტანას; თუმცა, ამასთანავე, აღნიშნულმა დებულებებმა არ უნდა იმოქმედონ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ვეტერინარული კონტროლის გაუქმებაზე;

ვინაიდან სამედიცინო ცნობა წარმოადგენს ყველაზე სათანადო საშუალებას აღნიშნული მოთხოვნების უზრუნველყოფისა და მათი დაცვის კონტროლისათვის;

ვინაიდან გაერთიანების ფარგლებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, როდესაც ხდება წინამდებარე დირექტივაში დასახელებული ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ბაზარზე განთავსება, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ვაჭრობისთვის განსაზღვრულ მინიმალურ მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი უნდა განხორციელდეს საბჭოს 1990 წლის 10 დეკემბრის დირექტივით 90/675/EEC დადგენილი პრინციპებითა და წესებით, რომლებიც ეხება მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან ევროპის კავშირში შემოტანილი პროდუქტების ვეტერინარული შემოწმებების ორგანიზებას8;

ვინაიდან ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკომისიას შორის მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომისიის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების მიზნით გასათვალისწინებელია შესაბამისი პროცედურები;

ვინაიდან წინამდებარე დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადამ, რომელიც არის 1994 წლის 1 იანვარი 29-ე მუხლის თანახმად, არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს 1993 წლის 1 იანვრიდან საზღვრებზე ვეტერინარული კონტროლის გაუქმებაზე,

მიიღო წინამდებარე დირექტივა:

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

წინამდებარე დირექტივით განისაზღვრება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც არეგულირებს გაერთიანებაში ისეთი ცხოველებით, სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით ვაჭრობას ან იმპორტს, რომლებიც არ ექვემდებარება დირექტივის 90/425/ECC A(I) დანართში მითითებულ გაერთიანების სპეციალურ წესებს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

წინამდებარე დირექტივა არ ცვლის რეგულაციის (EEC) N 3626/82 ფარგლებში მიღებულ დებულებებს.

წინამდებარე დირექტივა ხელშეუხებელს ტოვებს შინაური ცხოველებისათვის არსებულ ეროვნულ წესებს; თუმცა, ამგვარი წესების შენარჩუნებამ საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენოს ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებულ საზღვრებზე ვეტერინარული კონტროლის გაუქმება.

მუხლი 2

1. წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის:

(a) „ვაჭრობა“ ნიშნავს ვაჭრობას დირექტივის 90/425/EEC მე-2(3) მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობით;

(b) „ცხოველები“ ნიშნავს ცხოველთა სახეობების ეგზემპლარებს, გარდა დირექტივებით 64/432/EEC, 90/426/EEC9, 90/539/EEC10, 91/67/EEC11, 91/68/EEC12, 91/492/EEC13, და 91/493/EEC14 გათვალისწინებული სახეობებისა;

(c) „აღიარებული ორგანო, ინსტიტუტი ან ცენტრი“ ნიშნავს ნებისმიერ მუდმივ, გეოგრაფიულად შეზღუდულ და მე-13 მუხლის შესაბამისად ნებადართულ უწყებას, რომელშიც ჩვეულებრივ ხდება ცხოველთა ერთი ან რამდენიმე სახეობის, კომერციული ან არაკომერციული მიზნებით და მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მიზნით ყოლა ან მოშენება:

– ცხოველების დემონსტრირება და მოსახლეობის განათლება;

– სახეობათა დაცვა;

– ფუნდამენტალური ან გამოყენებითი მეცნიერული კვლევა ან ცხოველთა მოშენება აღნიშნული კვლევის მიზნით;

(d) „შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები“ ნიშნავს A დანართში ჩამოთვლილ დაავადებებს.

 2. ამასთანავე, დირექტივების 64/432/EEC, 91/67/EEC და 90/539/EEC მე-2 მუხლით განსაზღვრული განმარტებები, გარდა აღიარებული ცენტრებისა და ორგანოების შესახებ განმარტებებისა, გამოიყენება შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით

თავი II

ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები

მუხლი 3

წევრი სახელმწიფოები ზრუნავენ იმაზე, რომ პირველი მუხლის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული ვაჭრობა არ აიკრძალოს ან არ შეიზღუდოს ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, გარდა იმ მიზეზებისა, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე დირექტივის გამოყენებასთან ან გაერთიანების კანონმდებლობასთან, კერძოდ, ნებისმიერ გატარებულ დაცვის ღონისძიებასთან.

მუხლი 4

წევრი სახელმწიფოები იღებენ საჭირო ღონისძიებებს, რათა უზრუნველყონ, რომ დირექტივის 90/425/EEC მე-14(1)(ა) მუხლის გამოყენების მიზნით, წინამდებარე დირექტივის მე-5-10 მუხლებში დასახელებული ცხოველები, მე-13 მუხლის მოთხოვნებისა და 24-ე მუხლის განხორციელების მიზნით მისაღები კონკრეტული დებულებების დარღვევის გარეშე, გახდნენ ვაჭრობის საგანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ მე-5-10 მუხლების პირობებს და თუ მათი წარმოშობის ადგილს წარმოადგენს წინამდებარე დირექტივის მე-12(1) და (3) მუხლით გათვალისწინებული სადგომები და საწარმოები, რომლებიც დარეგისტრირებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ და რომლებიც იღებენ ვალდებულებას, რომ:

– რეგულარულად გამოიკვლევენ მათთან მცხოვრებ ცხოველებს დირექტივის 90/425/EEC მე-3(3) მუხლის შესაბამისად;

– შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების გაჩენის შესახებ ინფორმაციის გარდა, ისინი კომპეტენტურ ორგანოს ასევე მიაწვდიან ინფორმაციას B დანართით გათვალისწინებული დაავადებების გაჩენის შესახებაც, რომელთათვისაც შესაბამის წევრ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს დაავადების კონტროლის ან მონიტორინგის პროგრამა;

– დაიცვან დაავადების კონტროლის მიზნით შემუშავებული ეროვნული სპეციალური ზომები, რომლებსაც მოცემული წევრი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომლებიც მოქცეულია იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა მე-14 მუხლის შესაბამისად ან მე-15(2) მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე;

– სავაჭრო მიზნით ბაზარზე განათავსონ მხოლოდ ისეთი ცხოველები, რომელთაც არ აღენიშნებათ დაავადების არანაირი ნიშანი და რომლებიც წარმოშობილია იმ სადგომიდან ან რაიონებიდან, სადაც არ დაწესებულა აკრძალვა ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, ხოლო იმ ცხოველების შემთხვევაში, რომელთაც მე-5-11 მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო ცნობა ან სავაჭრო დოკუმენტი არ ახლავთ თან, მხოლოდ ისეთი ცხოველები, რომელთაც თან ახლავთ ბიზნეს ოპერატორის მიერ გაცემული დამოუკიდებელი სერტიფიკატი, რომელშიც მითითებულია, რომ შესაბამის ცხოველს გაგზავნის მომენტისათვის არ აღენიშნებოდა დაავადების არანაირი ხილული ნიშანი და რომ მისი სადგომის მიმართ არ დაწესებულა რაიმე სახის ვეტერინარული შეზღუდვები;

– აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, რომლებიც უზრუნველყოფს სადგომში არსებული ცხოველების კეთილდღეობას.

მუხლი 5

 

1. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მაიმუნები (simiae და prosimiae) სავაჭრო ქსელში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნენ შეტანილნი, თუკი ისინი ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ მე-13 მუხლის თანახმად აღიარებული ორგანოებიდან, ინსტიტუტებიდან ან ცენტრებიდან მომდინარეობენ და ამგვარი ორგანოების, ინსტიტუტების ან ცენტრებისთვის არიან განკუთვნილნი, და რომ მათ თან ახლდეთ E დანართში მითითებული ნიმუშის შესაბამისი ვეტერინარული ცნობა, რომელშიც დეკლარაცია უნდა შეავსოს ცხოველის წარმოშობის ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის ოფიციალურმა ვეტერინარმა, რათა გარანტირებული იქნეს ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

2. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს, პირველი პუნქტიდან ნაწილობრივი გამონაკლისის დაშვებით, შეუძლია ნება დართოს აღიარებულ ორგანოს, ინსტიტუტს ან ცენტრს შეიძინოს მაიმუნები კერძო პირებისგან.

მუხლი 6

A. მე-14 და მე-15 მუხლების მოთხოვნების დარღვევის გარეშე, წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ჩლიქოსნები, რომლებიც არ განეკუთვნებიან დირექტივებში 64/432/EEC, 90/426/EEC და 91/68/EEC მოცემულ სახეობებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნენ სავაჭრო ქსელში შემოყვანილი, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ზოგადად:

(a) იდენტიფიცირებული უნდა იყვნენ დირექტივის 90/425/EEC მე-3(1)(с) მუხლის შესაბამისად;

(b) არ უნდა წარმოადგენდნენ ინფექციური დაავადების აღმოფხვრის მიზნით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში დაკვლის საგანს;

(c) არ უნდა იყვნენ აცრილი თურქულზე და უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივის 85/511/EEC შესაბამის მოთხოვნებს და დირექტივის 64/432/EEC მე-4(a) მუხლის მოთხოვნებს;

(d) უნდა იყოს წარმოშობილი დირექტივის 64/432/EEC მე-3(2)(b) და (c) მუხლში მითითებული სადგომიდან, რომლშიც არ გატარებულა ვეტერინარული ღონისძიებები, კერძოდ დირექტივებით 85/511/EEC, 80/217/EEC15 და 91/68/EEC განსაზღვრული ღონისძიებები და რომელშიც ცხოველები ცხოვრობდნენ მათი დაბადებიდან ან გამოგზავნამდე ბოლო 30 დღის განმავლობაში;

(e) იმპორტის შემთხვევაში:

– უნდა მომდინარეობდეს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, რომელიც მითითებულია სვეტში „სხვა ჩლიქოსნები“, რომელიც ექვემდებარება დირექტივის 72/462/EEC16 მე-3 მუხლის შესაბამისად შედგენილ სიაში ჩართვას,

– უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ ვეტერინარულ პირობებს, რომელთა დადგენაც უნდა მოხდეს 26-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და რომლებიც, როგორც მინიმუმ, ეკვივალენტური იქნება წინამდებარე მუხლის მოთხოვნებისა;

(f) უნდა ერთოდეს E დანართში მითითებული ნიმუშის შესაბამისი ცნობა, რომელიც შეიცავს შემდეგი სახის დეკლარაციას:

დეკლარაცია

მე, ქვემორე ხელის მომწერი (სახელმწიფო ვეტერინარი) ვადასტურებ, რომ ის მცოხნელი/მცოხნელები(a) ან/და ის ღორი/ღორები(a), რომლებიც არ არის გათვალისწინებული დირექტივაში N 64/432/EEC

i. ---------------------------- სახეობას განეკუთვნება/განეკუთვნებიან(a);

ii. გამოკვლევის მომენტისთვის სახეზეა/არ არის სახეზე იმ დაავადების კლინიკური ნიშნები, რომელთა მიმართაც ის/ისინი(a) სენსიტიური არის/არიან(a);

iii. მომდინარეობს/მომდინარეობენ(a) ოფიციალურად აღიარებული ტუბერკულოზისგან(a) და ბრუცელოზისგან(a) თავისუფალი ჯოგიდან(a) ან სადგომიდან(a), რომელშიც არ დაწესებულა ღორის ჭირთან დაკავშირებული შეზღუდვები ან სადგომიდან რომელშიც(a) მათ უარყოფითი შედეგი აჩვენეს დირექტივის 92/65/EEC მე-6(2)(a)(ii) მუხლით დადგენილი ტესტირებისას(a).

-------------

(a) ამოიღეთ საჭიროების შესაბამისად.

 

2. მცოხნელების შემთხვევაში:

(a) ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ ჯოგიდან, რომელიც დირექტივის 64/432/EEC ან დირექტივის 91/68/EEC შესაბამისად ოფიციალურად აღიარებულია როგორც ტუბერკულოზის და ბრუცელოზისგან თავისუფალ ჯოგად, და ვეტერინარულ წესებთან მიმართებაში უნდა აკმაყოფილებდეს დირექტივის 91/68/EEC მე-3(2)(c),(d),(f),(g) და (h) მუხლითა და დირექტივით 64/432/EEC ან დირექტივის 91/68/EEC მე-3 მუხლით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;

(b) იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან იმ ჯოგიდან, რომელიც აკმაყოფილებს (a) პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაშინ ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ სადგომიდან, რომელშიც, ცხოველების დატვირთვამდე 42 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ბრუცელოზის ან ტუბერკულოზის არცერთი შემთხვევა და რომლებშიც მცოხნელებს მათ, გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში აჩვენეს უარყოფითი შედეგი:

– ტუბერკულოზზე რეაქციის ტესტზე და

– ბრუცელოზის ანტისხეულების გამოსავლენ ტესტზე.

ამ ტესტებთან და აღნიშნული სადგომების ტუბერკულოზისა და ბრუცელოზის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებული მოთხოვნები უნდა დადგინდეს წინამდებარე დირექტივის 26-ე მუხლის შესაბამისად.

წინა აბზაცით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ძალაში რჩება ეროვნული წესები, განსაკუთრებით ტუბერკულოზთან მიმართებაში;

3. ღორების შემთხვევაში:

(a) ისინი არ უნდა მომდინარეობდნენ იმ ადგილიდან, სადაც დირექტივის 64/432/EEC მე-9a ამ მუხლის თანახმად დაწესებულია ამკრძალავი ღონისძიებები აფრიკულ ღორის ჭირთან დაკავშირებით;

(b) უნდა მომდინარეობდნენ იმ სადგომიდან, რომელშიც კლასიკურ ღორის ჭირთან დაკავშირებით არ არის შემოღებული დირექტივით 80/217/EEC გათვალისწინებულ შეზღუდვები;

(c) ისინი უნდა მომდინარეობდნენ ბრუცელოზისაგან თავისუფალი სადგომიდან დირექტივის 64/432/EEC შესაბამისად და უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივით 64/432/EEC ღორებისთვის დადგენილ ვეტერინარულ მოთხოვნებს;

(d) თუ ისინი არ მომდინარეობენ იმგვარი ჯოგიდან, რომელიც (c) პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ საჭიროა, რომ მათ გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში ბრუცელოზის ანტისხეულებზე ჩატარებულ ტესტებში ნეგატიური შედეგი იყოს დაფიქსირებული.

4. წინამდებარე მუხლში ტესტირებასთან დაკავშირებით დასახელებული მოთხოვნები და შესაბამისი კრიტერიუმები შეიძლება განისაზღვროს 26-ე მუხლით დადგენილი წესით. ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ითვალისწინებდეს ევროპის კავშირის არქტიკულ რეგიონებში მოშენებულ მცოხნელებს.

წინა ქვეაბზაცის შესაბამისად გადაწყვეტილებების მიღებამდე, ძალაში რჩება ცალკეულ ეროვნული წესები.

B. დირექტივაში 64/432/EEC შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2(b) და (c) მუხლში „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის“ ნაცვლად წაიკითხე „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სახეობის ცხოველები (მათ შორის Bubalus bubalus)“;

2. დაემატოს შემდეგი მუხლი:

„მუხლი 10a

მე-12 მუხლით დადგენილი წესით შესაძლებელია, იმ სამედიცინო ცნობებში ცვლილებების ან დამატებების შეტანა, რომელთა ნიმუშებიც მოცემულია F დანართში, რათა გათვალისწინებული იქნეს დირექტივის 92/65/EEC მე-6 მუხლის მოთხოვნები.

 

მუხლი 7

A. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ფრინველები, გარდა დირექტივით 90/539/EEC გათვალისწინებული ფრინველებისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნენ ვაჭრობის ქსელში შემოყვანილი, თუკი ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. ზოგადად:

(a) ფრინველი უნდა მომდინარეობდეს იმ სადგომიდან, რომელშიც ფრინველის გამოგზავნამდე 30 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფრინველის გრიპის შემთხვევა;

ფრინველი უნდა მომდინარეობდეს იმ მეფრინველეობიდან ან იმ ადგილიდან, სადაც არ ვრცელდება რაიმე შეზღუდვები ნიუკასტლის დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

(b) დირექტივის 90/539/EEC მე-19 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებამდე, ძალაში რჩება ეროვნული მოთხოვნები ნიუკასტლის დაავადებასთან ბრძოლისათვის, ხელშეკრულების ზოგადი დებულებების გათვალისწინებით.

(c) მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან იმპორტის შემთხვევაში, უნდა იყვნენ მოთავსებული კარანტინში 91/496/EEC დირექტივის მე-10(1) მუხლის მესამე აბზაცის შესაბამისად იმ სადგომში, რომელშიც ისინი გაერთიანების ტერიტორიაზე შეტანის შემდეგ დააბინავეს.

2. გარდა ამისა, თუთიყუშისებრნი:

(a) არ უნდა იყვნენ ისეთი სადგომიდან ან ისეთი სადგომის ცხოველებთან შეხებაში, სადაც დადგენილი იქნა პსიტაკოზის (Chlamydia psittaci) არსებობა.

აკრძალვის ვადა ბოლო დარეგისტრირებული შემთხვევიდან და 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ მკურნალობის ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ორ თვეს.

(b) უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული დირექტივის 90/425/EEC მე-3(1)(c) მუხლის შესაბამისად;

თუთიყუშისებრთა იდენტიფიცირების, კერძოდ კი დაავადებულ თუთიყუშისებრთა იდენტიფიცირების მეთოდები განისაზღვრება 26-ე მუხლით;

(c) თუთიყუშისებრთ თან უნდა ახლდეს სავაჭრო დოკუმენტი სახელმწიფო ვეტერინარის ხელმოწერით ან იმ ვეტერინარის ხელმოწერით, რომელიც პასუხისმგებელია ფრინველის წარმოშობის სადგომზე ან საწარმოზე, და რომელსაც აღნიშნული მიზნებისთვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ.

B. საბჭოს 1990 წლის 27 ნოემბრის დირექტივის 91/495/EEC მე-2(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცში, რომელიც ეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფერმაში მოშენებული ბოცვრის ხორცისა და ნადირის ხორცის17 წარმოებასა და ბაზარზე განთავსებაზე მესამე ხაზში სიტყვების შემდეგ „დირექტივა 90/539/EEC“ დაემატოს სიტყვები „უტროპო ფრინველები (Ratitae)“.

საბჭოს 1990 წლის 15 ოქტომბრის დირექტივის 90/539/EEC მე-2(2) მუხლის პირველ ქვეპუნქტში, რომელიც ადგენს მოთხოვნებს ვეტერინარულ პირობებთან დაკავშირებით და რომელიც არეგულირებს გაერთიანებაში შინაური ფრინველებითა და საინკუბაციო კვერცხებით ვაჭრობას და მათ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტს18, სიტყვების შემდეგ „და კაკაბი“ დაემატოს სიტყვები „და უტროპო ფრინველები (Ratitae)“.

მუხლი 8

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ფუტკრები (Apis melifera) მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იყვნენ შემოტანილი ვაჭრობაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) ისინი უნდა მომდინარეობდნენ იმ ადგილებიდან, სადაც არ არის დაწესებული აკრძალვა ფუტკრის ამერიკული სიდამპლის გაჩენის გამო.

აკრძალვის ვადა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 30 დღეს ბოლო შემთხვევის დადგენიდან იმ დრომდე, როდესაც 3 კმ-ის რადიუსში ყველა ფუტკრის სკა შემოწმდა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ და განხორციელდა ყველა დაავადებული სკის დაწვა ან მკურნალობა, ასევე შემოწმება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად.

26-ე მუხლით დადგენილი წესითა და სამეცნიერო ვეტერინარულ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ, ფუტკრებთან (Apis melifera) დაკავშირებით არსებული მოთხოვნები ან ეკვივალენტური მოთხოვნები შესაძლებელია გავრცელდეს ბაზაზეც.

(b) ფუტკრებს თან ახლავს E დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელშიც დეკლარაცია შევსებულია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს (a) პუნქტში მითითებული მოთხოვნების შესრულებას.

მუხლი 9

1. ევროპის კავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კურდღლისნაირები ვაჭრობაში შემოყვანილი იქნენ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) ისინი არ უნდა მომდინარეობდნენ ისეთი სადგომიდან ან არ უნდა ჰქონოდათ შეხება ისეთი სადგომის ცხოველებთან, სადაც ბოლო თვის განმავლობაში დაფიქსირდა ცოფის შემთხვევა ან არსებობდა ეჭვი ცოფთან დაკავშირებით;

(b) ისინი უნდა მომდინარეობდნენ ისეთი სადგომიდან, რომელშიც არცერთ ცხოველს არ აღენიშნებოდა მიქსომატოზის კლინიკური ნიშნები.

2. ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც კურდღლისნაირების მათ ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის მოითხოვენ სამედიცინო ცნობას, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ, რომ მათთვის გაგზავნილ ცხოველებს თან ახლდეთ E დანართში მოცემული ნიმუშის მიხედვით შედგენილი სამედიცინო ცნობა, რომელსაც დართული ექნება შემდეგი დეკლარაცია:

„მე, ქვემორე ხელისმომწერი, -----, ვადასტურებ, რომ ზემოაღნიშნული საქონლის პარტია აკმაყოფილებს დირექტივის 92/65/EEC მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომ ცხოველების გამოკვლევისას ნაჩვენები არ ყოფილა დაავადების არანაირი კლინიკური ნიშანი.“

ცნობა გაცემული უნდა იქნეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან იმ ვეტერინარის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველის წარმოშობის სადგომზე და რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა შესაბამისი კომპეტენტური უწყების მიერ, ხოლო სამრეწველო მოშენების შემთხვევაში – სახელმწიფო ვეტერინარის მიერ.

ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ისარგებლონ აღნიშნული უფლებით, ამის შესახებ აცნობებენ ევროკომისიას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას.

3. ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს შეუძლიათ მოითხოვონ იმგვარი სამედიცინო ცნობის წარმოდგენა, რომელშიც დასტურდება, რომ დაცული იქნა 1(a) აბზაცის მოთხოვნები.

მუხლი 10

1. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, აკრძალვის იმ ქრცვინებით, წაულებითა და მელიებით ვაჭრობაზე, რომლებიც ისეთი სადგომიდან მომდინარეობენ ან რომლებსაც ისეთი სადგომის ცხოველებთან ჰქონდათ შეხება, რომელშიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცოფის შემთხვევას ჰქონდა ადგილი ან სადაც არსებობდა ცოფზე ეჭვი, და სადაც სისტემატიური აცრების პროგრამა არ მოქმედებდა.

2. იმისათვის, რომ კატები და ძაღლები ვაჭრობის საგანი გახდნენ, გარდა წევრ სახელმწიფოებს შორის მე-3 აბზაცით გათვალისწინებული ვაჭრობისა, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) სამ თვეზე დიდი ასაკის ცხოველებს:

– არ უნდა ჰქონდეთ დაავადების ნიშნები, განსაკუთრებით მათი სახეობისთვის დამახასიათებელი გადამდები დაავადებების ნიშნები, სადგომიდან მათი გაყვანის დღეს;

– უნდა ჰქონდეთ ტატუირება ან მიკროჩიპის იდენტიფიკაციის სისტემა განთავსებული იმ დეტალური წესების შესაბამისად, რომელთა დადგენაც უნდა მოხდეს 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;

– უნდა ჰქონდეთ სამი თვის ასაკის შემდეგ ცოფზე აცრა ჩატარებული ყოველწლიური განმეორებითი ვაქცინაციით (ბუსტერით), ან აღნიშნული ვაქცინისთვის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს მიერ დაშვებული ინტერვალებით, დეაქტივირებული ვაქცინის სულ მცირე ერთი საერთაშორისო ანტიგენური ერთეულის (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტი) ინექციით, რომელიც იზომება აქტივობაზე ტესტით ევროპული ფარმაკოპეას მიერ აღწერილი მეთოდით და რომელიც აღიარებულია 26-ე მუხლით დადგენილი წესით;

ვაქცინაცია უნდა იყოს სერტიფიცირებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ვაქცინაციის სერტიფიკატზე აღნიშნული უნდა იყოს ვაქცინის დასახელება და პარტიის ნომერი (შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითწებვადი ეტიკეტი):

– ძაღლები უნდა იყვნენ ვაქცინირებული ძაღლის ჭირზე;

– თან უნდა ახლდეთ ინდივიდუალური პასპორტი, რომელიც ცხოველის ცალსახა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა და რომელშიც მითითებულია ვაქცინაციის თარიღი ან/და E დანართში მოცემული ნიმუშის შესაბამისად შედგენილი ცნობა, რომელსაც ერთვის შემდეგი დეკლარაცია, რომელიც შევსებული უნდა იყოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ:

 „მე, ქვემორე ხელისმომწერი, ვადასტურებ, რომ ცნობაში მითითებული კატები/ძაღლები აკმაყოფილებენ დირექტივის 92/65/EEC(a) მე-10(2)(a),(b) და (3)(b) მუხლის მოთხოვნებს და წარმოშობილია ისეთი სადგომიდან, სადაც ბოლო 6 თვის მანძილზე არ დაფიქსირებულა ცოფის შემთხვევა.

(a) ამოიღეთ საჭიროების შემთხვევაში

 

(b) სამ თვეზე ნაკლები ასაკის ცხოველები:

– უნდა აკმაყოფილებდნენ (a) პუნქტის პირველი და მეხუთე აბზაცების მოთხოვნებს;

– არ უნდა იყვნენ წარმოშობილი ისეთი სადგომიდან, რომელსაც ცხოველთა გადაადგილების კუთხით შეზღუდვები დაუწესდა ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

– უნდა იყვნენ წარმოშობის სადგომში დაბადებულნი და დაბადების შემდეგ უნდა იყვნენ დამწყვდეულნი.

3. 1994 წლის 1 ივლისიდან, მე-2 აბზაციდან გამონაკლისის დაშვებით, უცხო ქვეყნის წარმოშობის კატებისა და ძაღლების გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიის ბაზრებზე შეტანა ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) ზოგადად, კატები და ძაღლები

i. წარმოშობილი უნდა იყვნენ რეგისტრირებული სადგომიდან, რომლის რეგისტრაციაც კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სადგომი მე-4 მუხლის მოთხოვნებს აღარ აკმაყოფილებს;

ii. არ უნდა აჩვენებდნენ გადამდები დაავადების ნიშნებს შესაბამისი სადგომიდან მათი გაგზავნის დღეს;

iii. უნდა ატარებდნენ იდენტიფიკაციის სისტემას იმ დეტალური წესების შესაბამისად, რომლებიც უნდა დადგინდეს 26-ე მუხლით განსაზღვრული წესით;

iv. უნდა იყვნენ დაბადებულნი სადგომში და უნდა იყვნენ დამწყვდეულნი ამ სადგომში დაბადებიდან, იმგვარად, რომ შეხება არ ჰქონდეთ ცოფისადმი მიდრეკილ გარეულ ცხოველებთან;

v. ძაღლების შემთხვევაში, უნდა იყვნენ აცრილი ძაღლის ჭირზე;

vi. ტრანსპორტირებული უნდა იქნეს გამგზავნი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღნიშნული მიზნებისთვის აღიარებული სატრანსპორტო საშუალებით;

vii. უნდა ფლობდნენ ინდივიდუალური ვაქცინაციების ჩანაწერებს, რომლებიც ცხოველისა და მისი წარმოშობის ცალსახა იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა და რომელშიც მითითებულია ვაქცინაციის თარიღები, ასევე უნდა ფლობდნენ 26-ე მუხლით განსაზღვრული წესით შესამუშავებელი ნიმუშის შესაბამისად გაცემულ ცნობას, რომელიც შევსებულია ოფიციალური ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული ძალაუფლება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ აქვს მინიჭებული;

(b) ასევე:

i. უნდა ჰქონდეთ სამი თვის ასაკის შემდეგ და გაგზავნამდე სულ მცირე ექვსი თვის თავზე ცოფზე აცრა ჩატარებული, ყოველწლიური ვაქცინაციით (ბუსტერით), ან აღნიშნული ვაქცინისთვის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს მიერ დაშვებული ინტერვალებით, დეაქტივირებული ვაქცინის სულ მცირე ერთი საერთაშორისო ანტიგენური ერთეულის (ჯმო-ს სტანდარტი) ინექციით, რომელიც იზომება აქტივობაზე ტესტით ევროპული ფარმაკოპეას მიერ აღწერილი მეთოდით და რომელიც აღიარებულია 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

ვაქცინაცია უნდა იყოს სერტიფიცირებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ან ცხოველის წარმოშობის სადგომზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, რომელსაც აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ვაქცინაციის სერტიფიკატზე აღნიშნული უნდა იყოს ვაქცინის დასახელება და პარტიის ნომერი (შესაძლებლობის შემთხვევაში, თვითწებვადი ეტიკეტი).

ამასთანავე, ვაქცინაციის შემდგომ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ სეროლოგიური ტესტი, რომელშიც დამცავი ანტისხეულის ტიტრი შეადგენს სულ მცირე 0.5 საერთაშორისო ერთეულს; აღნიშნული სეროლოგიური ტესტი უნდა ჩატარდეს ჯმო-ის სპეციფიკაციების მიხედვით. თუ ტესტი ტარდება პირველი ვაქცინაციის შემდეგ, იგი უნდა ჩატარდეს ვაქცინაციიდან ერთიდან სამ თვემდე პერიოდში;

ii. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდა (i) პუნქტში მითითებული პირობები, ცხოველები ზედამხედველობის ქვეშ უნდა გადაიგზავნოს მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საკარანტინო სადგურში, რათა გაიარონ 6-თვიანი კარანტინი.

1994 წლის 1 ივლისამდე, ძალაში რჩება ცოფთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციები, თუმცა აღნიშნული რეგულაციების შენარჩუნებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ვეტერინარული შემოწმებების გაუქმებაზე.

4. ირლანდია და გაერთიანებული სამეფო, მე-2 და მე-3 აბზაცების მოთხოვნების დარღვევის გარეშე, უფლებამოსილნი არიან შეინარჩუნონ კარანტინთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციები ყველა იმ ხორცისმჭამელის, პრიმატის, ღამურის და ცოფისადმი მგრძნობიარე სხვა ცხოველების მიმართ, რომელთა შემთხვევაშიც ვერ დასტურდება წარმოშობის სადგომში დაბადება და დაბადებიდან ამ სადგომში დამწყვდეული ყოფნა, თუმცა აღნიშნულით საფრთხე არ უნდა შეექმნას წევრ სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ვეტერინარული შემოწმებების გაუქმებას.

 5. გადაწყვეტილება 90/638/EEC შეიცვალოს შემდეგნაირად:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი აბზაცი:

„- ცოფის კონტროლის პროგრამების შემთხვევაში: III დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმები.”

2. დაემატოს შემდეგი დანართი:

დანართი III

ცოფის კონტროლის პროგრამების კრიტერიუმები

ცოფის კონტროლის პროგრამების კრიტერიუმები, როგორც მინიმუმ, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

(a) I დანართის 1-ლ-მე-7 პუნქტებში დასახელებული კრიტერიუმები;

(b) დაწვრილებითი ინფორმაცია იმ რეგიონის ან რეგიონების შესახებ, რომლებშიც უნდა ჩატარდეს მელიების ორალური იმუნიზაცია, ასევე ინფორმაცია მათი ბუნებრივი საზღვრების შესახებ. აღნიშნული რეგიონები უნდა მოიცავდეს სულ მცირე 6000 კმ2-ს ან ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას და შესაძლებელია მოიცავდეს მესამე მსოფლიოს ქვეყნების მომიჯნავე ტერიტორიებს;

(c) დაწვრილებითი ინფორმაცია შემოთავაზებული ვაქცინების შესახებ, განაწილების სისტემის შესახებ, სატყუარების განთავსების სიმჭიდროვისა და სიხშირის შესახებ;

(d) შესაბამის შემთხვევაში, ყველა მონაცემი, ღირებულება და დანიშნულება იმ სქემებისა, რომლებსაც ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით იყენებენ ნებაყოფლობითი ორგანიზაციები აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ფარგლებში.“.

6. საბჭო, კომისიის წინადადების საფუძველზე, კვალიფიცირებული უმრავლესობით ნიშნავს სპეციალურ ინსტიტუტს სეროლოგიური ტესტებისათვის საჭირო კრიტერიუმების სტანდარტიზაციის მიზნით და განსაზღვრავს მის პასუხისგებლობებს.

7. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სეროლოგიურ ტესტებთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისროთ იმპორტიორებს.

8. აღნიშნული მუხლი და კერძოდ მე-3(b) აბზაცით გათვალისწინებული სერლოგიური ტესტების გამოყენება, გადაისინჯება 1997 წლის 1 იანვრამდე წევრ სახელმწიფოებში ცოფთან დაკავშირებული სიტუაციის გათვალისწინებით.

მუხლი 11

1. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ 21-ე და 23-ე მუხლების განსახორციელებლად მისაღები გადაწყვეტილებების შეუზღუდავად სავაჭროდ მხოლოდ ის სპერმა, კვერცხუჯრედები და ემბრიონები იქნეს დაშვებული, რომლებიც აკმაყოფილებს მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 აბზაცებით განსაზღვრულ პირობებს.

2. ცხვრის, თხისა და ცხენის სახეობის ცხოველების სპერმა, იმ კრიტერიუმების დარღვევის გარეშე, რომელთა დაცვაც უნდა მოხდეს კონკრეტული ჯიშის სანაშენე წიგნში ცხენისებრთა ოჯახის ცხოველების შეტანისას უნდა:

– იყოს აღებული, მომზადებული და უნდა ინახებოდეს ხელოვნური განაყოფიერების მიზნებისთვის ისეთ ცენტრში, რომელიც ჯანმრთელობის თვალსაზრისით დაშვებულია D(I) დანართის შესაბამისად, ხოლო ცხვრებისა და თხების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულიდან გამონაკლისის დაშვებით, სპერმა შესაძლებელია იყოს ასევე აღებული, მომზადებული და შენახული ისეთ სადგომში, რომელიც აკმაყოფილებს დირექტივით 91/68/EEC გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

– იყოს აღებული იმ ცხოველებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ D(II) დანართით გათვალისწინებულ პირობებს (ცხოველების შემოწმება მიღებისას და გეგმიური შემოწმებები);

– იყოს აღებული, დამუშავებული და D(III) დანართის შესაბამისად;

– სპერმის ევროპის კავშირის რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოში გადატანისას, თან უნდა ახლდეს სამედიცინო ცნობა, რომელიც შეესაბამება იმ ნიმუშს, რომელიც განისაზღვრება 26-ე მუხლის შესაბამისად.

3. ცხვრისებრთა, თხისებრთა, ცხენებრთა სახეობის ცხოველებისა და ღორების კვერცხუჯრედები და ემბრიონები:

– აღებული უნდა იქნეს წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებული შემგროვებელთა გუნდის მიერ იმ მდედრობითი სქესის დონორი ცხოველებიდან, რომლებიც აკმაყოფილებენ D(IV) დანართით გათვალისწინებულ პირობებს და დამუშავება უნდა მოხდეს სათანადო ლაბორატორიაში;

– უნდა იყოს დამუშავებული და შენახული D(III) დანართით გათვალისწინებული წესით;

– ევროპის კავშირის წევრ რომელიმე სხვა სახელმწიფოში გადაგზავნისას, თან უნდა ახლდეთ 26-ე მუხლით გათვალისწინებულ ნიმუშის შესაბამისი სამედიცინო ცნობა.

მდედრობითი სქესის დონორი ცხოველების განაყოფიერებისთვის გამოყენებული სპერმა, ცხვრების, თხებისა და ცხენების შემთხვევაში, უნდა აკმაყოფილებდეს მე-2 აბზაცით გათვალისწინებულ პირობებს, ხოლო ღორების შემთხვევაში − დირექტივის 90/429/EEC პირობებს. ნებისმიერი დამატებითი გარანტიები შესაძლებელია განისაზღვროს 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

4. 1997 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიამ უნდა წარადგინოს ანგარიში, ნებისმიერ სხვა შესაბამის წინადადებასთან ერთად, წინამდებარე მუხლის სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევების გათვალისწინებით განხორციელების თაობაზე

მუხლი 12

1. დირექტივით 90/425/EEC დადგენილი შემოწმებების ჩატარების წესები გამოიყენება, კერძოდ, მიმდინარე და შემდგომი შემოწმებების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლებიც ტარდება წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ ისეთ ცხოველებთან, სპერმასთან, კვერცხუჯრედებთან და ემბრიონებთან მიმართებაში, რომელთაც თან ახლავთ სამედიცინო ცნობა. სხვა ცხოველები უნდა მომდინარეობდნენ ისეთი სადგომებიდან, რომლებშიც დაცულია აღნიშნული დირექტივის პრინციპები ცხოველების წარმოშობისა და დანიშნულების ადგილის შემოწმებასთან დაკავშირებით.

2. დირექტივის 90/425/EEC მე-10 მუხლი გამოიყენება წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებულ ცხოველებთან, სპერმასთან, კვერცხუჯრედებთან და ემბრიონებთან მიმართებაში.

3. სავაჭრო მიზნებიდან გამომდინარე, დირექტივის 90/425/EEC მე-12 მუხლი ვრცელდება დილერებზე, რომლებიც მუდმივად ან დროებით ინახავენ მე-7, მე-9 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებულ ცხოველებს.

4. დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, დირექტივის 90/425/EEC მე-4(2) მუხლით გათვალისწინებული წესით, იმ ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შემთხვევაში, რომელთაც წინამდებარე დირექტივის თანახმად თან ახლავთ სამედიცინო ცნობა, ხორციელდება „ანიმო“ სისტემის მეშვეობით.

5. წინამდებარე დირექტივის სპეციფიკური ინსტრუქციების დარღვევის გარეშე, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო წინამდებარე დირექტივის დარღვევის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან პირველ მუხლში დასახელებული ცხოველების ჯანმრთელობაში ან სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების ხარისხში ეჭვის შეტანისას, ახორციელებს ნებისმიერ შემოწმებას თავისი შეხედულებისამებრ.

6. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ ზომებს, რათა დასაჯონ წინამდებარე დირექტივის ნებისმიერი დარღვევა, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ გაცემული დოკუმენტები ან ცნობები არ შეესაბამება პირველ მუხლში დასახელებული ცხოველების ფაქტობრივი მდგომარეობას, ასევე როდესაც შესაბამისი ცხოველების ან სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების მარკირებები წინამდებარე დირექტივას არ შეესაბამება ან როდესაც შესაბამის ცხოველებზე ან ნაწარმზე არ განხორციელებულა წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული შემოწმებები.

მუხლი 13

1. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების წევრი სახელმწიფოს იყენებს მე-14 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებული გარანტიებს, მაშინ იმ ცხოველებით ვაჭრობისას, რომლებიც A და B დანართებში ჩამოთვლილი დაავადებების მიმართ სენსიტიურობით ხასიათდებიან, ასევე С დანართის შესაბამისად ლიცენზირებულ ორგანოებში, ინსტიტუტებსა და ცენტრებში გაგზავნილი ან მათგან გამოგზავნილი ასეთი ცხოველების სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით ვაჭრობისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს E დანართის შესაბამისი სატრანსპორტო დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტში, რომელიც უნდა შეივსოს წარმოშობის ორგანოზე, ინსტიტუტზე ან ცენტრზე პასუხისმგებელი ვეტერინარის მიერ, მითითებული უნდა იყოს, რომ ცხოველები, სპერმა, კვერცხუჯრედები ან ემბრიონები მომდინარეობს იმ ორგანოდან, ინსტიტუტიდან ან ცენტრიდან, რომელსაც შესაბამისი ნებართვა მიღებული აქვს C დანართის შესაბამისად; აღნიშნული დოკუმენტი სახეზე უნდა იყოს ტრანსპორტირების დროს.

2. (a) ნებართვის მისაღებად, ორგანოებმა, ინსტიტუტებმა ან ცენტრებმა, შეტყობინებას დაქვემდებარებულ დაავადებებთან დაკავშირებით ევროპის კავშირის შესაბამისი წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს უნდა წარუდგინონ ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი C დანართში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;

(b) ნებართვის ან ხელახალი ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტების მიღების შემდეგ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო დოკუმენტებს ამოწმებს მათში მითითებული მონაცემების ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ჩატარებული ტესტების შედეგების ფარგლებში;

(c) შესაბამისი კომპეტენტური ორგანო ნებართვის ჩამორთმევას ახორციელებს C დანართის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

(d) თითოეული წევრი სახელმწიფო კომისიას უგზავნის ლიცენზირებული ორგანოების, ინსტიტუტებისა და ცენტრების ლიას, მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებებით. კომისია აღნიშნულ ინფორმაციას გადაუგზავნის სხვა წევრ სახელმწიფოებს.

მუხლი 14

1. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო, პირდაპირ ან მეცხოველეების მეშვეობით, შეიმუშავებს ან შეიმუშავა ნებაყოფლობითი ან სავალდებულო პროგრამა B დანართში მითითებული ერთი ან რამდენიმე დაავადების კონტროლის ან მონიტორინგის მიზნით, მას შეუძლია ეს პროგრამა წარუდგინოს კომისიას შემდეგი მონაცემების მითითებით:

– მის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელება;

– ექვემდებარება თუ არა დაავადება შეტყობინებას;

– პროგრამის მიღების დასაბუთება, მისი რენტაბელობისა და დაავადების მნიშვნელობის გათვალისწინებით;

– პროგრამის გამოყენების გეოგრაფიული არეალი;

– დაწესებულებათა მიმართ გამოყენებული სტატუსების კატეგორიები, ასევე ცხოველების თითოეული სახეობისთვის მოთხოვნები სადგომში მათი მიღების დროს და გამოყენებული ტესტირების პროცედურები;

– პროგრამის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, კონტროლისა და მონიტორინგის პროგრამის განხორციელებისას მეცხოველეთა ჩართულობის ხარისხი;

– ქმედებები, რომლებიც განხორციელებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სადგომი ნებისმიერი მიზეზით დაკარგავს თავის სტატუსს;

– ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდება თუ პროგრამის შესაბამისად განხორციელებული ტესტები დადებით შედეგს აჩვენებს;

– ვაჭრობის არადისკრიმინაციული ხასიათი შესაბამის წევრ სახელმწიფოში გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობასთან მიმართებაში.

2. კომისია შეისწავლის ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მოწოდებულ პროგრამებს. პროგრამებთან დაკავშირებით ნებართვა შესაძლებელია გაიცეს 26-ე მუხლით დადგენილი წესით, პირველ აბზაცში დასახელებული კრიტერიუმების შესაბამისად. იმავე პროცედურის ფარგლებში, იმავდროულად ან პროგრამების წარდგენიდან არაუგვიანეს სამი თვისა, განისაზღვრება ზოგადი ან შეზღუდული დამატებითი გარანტიები, რომლებიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცილდებოდეს იმ გარანტიების საზღვრებს, რომელსაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ეროვნულ დონეზე იყენებს.

3. ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი პროგრამებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იგივე წესების ფარგლებში შეიძლება ასევე შეიცვალოს მე-2 აბზაცით გათვალისწინებული გარანტიები.

მუხლი 15

1. იმ შემთხვევაში, თუ ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მისი ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფალია B დანართში ჩამოთვლილი დაავადებებისგან, რომელთა მიმართაც წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველები სენსიტიურობით ხასიათდებიან, მაშინ ის კომისიას წარუდგენს შესაბამის დასაბუთებას, სადაც მიუთითებს:

– დაავადების ხასიათს და მის ტერიტორიაზე მისი წარმოქმნის ისტორიას;

– მეთვალყურეობის ფარგლებში ჩატარებული ტესტების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა სეროლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, პათოლოგიურ ან ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებს;

– პერიოდი, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული დაავადება ექვემდებარებოდა შესაბამის კომპეტენტური ორგანოსთვის შეტყობინებას;

– მეთვალყურეობის პერიოდის ხანგრძლივობა;

– შესაბამის შემთხვევაში, დროის მონაკვეთი, როდესაც აიკრძალა დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინაცია და გეოგრაფიული არეალი, რომელზეც გავრცელდა აღნიშნული აკრძალვა;

– ღონისძიებები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება დაავადების არარსებობა.

2. კომისია, პირველი აბზაცით გათვალისწინებული დასაბუთებების შესწავლის შემდეგ მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომისიას წარუდგენს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი გეგმის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. გეგმის მიღების შემთხვევაში, 26-ე მუხლის შესაბამისად უნდა განისაზღვროს ზოგადი ან კონკრეტული დამატებითი გარანტიები, რომლებიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ვაჭრობისთვის. აღნიშნული გარანტიები არ უნდა სცილდებოდეს იმ გარანტიების საზღვრებს, რომელსაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო ეროვნულ დონეზე იყენებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარ სავაჭრო ურთიერთობებში იმ შესაბამისი მოთხოვნებით იხელმძღვანელოს, რომლებიც მისი სტატუსის შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

3. შესაბამისი წევრი სახელმწიფო კომისიას აცნობებს პირველი აბზაცით განსაზღვრულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ. ასეთი შეტყობინების საფუძველზე, მე-2 აბზაცის შესაბამისად დადგენილი გარანტიები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

თავი III

გაერთიანებაში იმპორტთან დაკავშირებული დებულებები

მუხლი 16

წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების იმპორტთან დაკავშირებული პირობები ეკვივალენტური უნდა იყოს სულ მცირე II თავში მოცემული პირობებისა.

მუხლი 17

1. მე-16 მუხლის ერთგვაროვანი გამოყენების მიზნით გამოიყენება შემდეგი აბზაცის დებულებები.

2. გაერთიანებაში იმპორტი დაიშვება მხოლოდ პირველი მუხლით გათვალისწინებული ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(a) ისინი უნდა მომდინარეობდეს იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან, რომელიც მე-3(a) აბზაცის თანახმად შესადგენ სიაშია შეყვანილი;

(b) მათ თან უნდა ახლდეთ სამედიცინო ცნობა, რომელიც შედგენილია 26-ე მუხლით დადგენილი წესით, ხელმოწერილია ექსპორტის ქვეყნის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ და რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველები, სპერმა, კვერცხუჯრედები და ემბრიონები აკმაყოფილებენ დამატებით პირობებს ან რომელიც წარმოადგენს მე-4 აბზაცით გათვალისწინებულ ეკვივალენტურ გარანტიებს და მომდინარეობს ისეთი ლიცენზირებული ცენტრებიდან, ორგანოებიდან, ინსტიტუტებიდან ან შემგროვებელი ცენტრებიდან, რომლებიც გასცემენ ასეთ გარანტიებს.

3. 26-ე მუხლით გათვალისწინებული წესით უნდა განისაზღვროს შემდეგი:

(a) მე-6(A)(1)(e) მუხლით გათვალისწინებული სიის გათვალისწინებით, იმ მესამე მსოფლიოს ქვეყნების ან მესამე მსოფლიოს ქვეყნების წინასწარი სია, რომელთაც შეუძლიათ, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს და კომისიას წარუდგინონ II თავით გათვალისწინებული გარანტიების ეკვივალენტური გარანტიები 29-ე მუხლით დადგენილ თარიღამდე, ასევე იმ შემგროვებელი ცენტრების ჩამონათვალი, რომელთათვისაც შეუძლიათ მათ აღნიშნული გარანტიების წარმოდგენა.

წინასწარი სია შედგენილი უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დამტკიცებული და შემოწმებული დაწესებულებების სიის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც კომისია შეამოწმებს თუ რამდენად აკმაყოფილებენ აღნიშნული დაწესებულებები წინამდებარე დირექტივით დადგენილ პრინციპებსა და ზოგად წესებს;

(b) აღნიშნული სიის განახლებული ვერსია მე-4 აბზაცით გათვალისწინებული შემოწმებების გათვალისწინებით;

(c) კონკრეტული ვეტერინარული მოთხოვნები – კერძოდ გაერთიანების გარკვეული ეგზოტიკური დაავადებებისგან დაცვის მიზნით ან წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული გარანტიების ეკვივალენტური გარანტიები.

მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაწესებული სპეციალური მოთხოვნები და ეკვივალენტური გარანტიები არ უნდა იყოს უფრო ხელსაყრელი, ვიდრე II თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და გარანტიები.

4. მე-3 აბზაცით გათვალისწინებულ სიაში შესაძლებელია შეყვანილი იქნეს მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნები და მესამე მსოფლიოს ქვეყნების ის ნაწილები,

(a) საიდანაც იმპორტი არ არის აკრძალული:

– A დანართში განსაზღვრული დაავადებების ან გაერთიანებისთვის სხვა ეგზოტიკური დაავადებების არსებობის გამო;

– დირექტივის 72/462/EEC მე-6, მე-7 და 14 მუხლების, დირექტივის 91/495/EEC მე-17 მუხლისა და დირექტივის 71/118/EEC19 შესაბამისად, ან, წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველების შემთხვევაში, 26-ე მუხლით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში, ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გათვალისწინებით;

(b) რომლებიც, საკუთარი კანონმდებლობისა და ვეტერინარული სამსახურებისა და ინსპექტირების სამსახურების მოწყობის გათვალისწინებით, ასევე ასეთი სამსახურების უფლებამოსილებებისა და მათზე განხორციელებული ზედამხედველობის გათვალისწინებით, დირექტივის 72/462/EEC მე-3(2) მუხლის შესაბამისად აღიარებულნი არიან, რომ შეუძლიათ თავიანთი მოქმედი კანონმდებლობის იმპლემენტაცია;

(c) რომელთა ვეტერინარულ სამსახურებსაც შეუძლიათ იმის გარანტირება, რომ დაცულია ვეტერინარული მოთხოვნები, რომლებიც არ ჩამოუვარდება II თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. კომისიის ექსპერტები და წევრი სახელმწიფოები ატარებენ ადგილზე შემოწმებებს, რათა დარწმუნდნენ, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ შემოთავაზებული გარანტიები წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებთან დაკავშირებით, შესაძლებელია ჩაითვალოს გაერთიანების ფარგლებში გამოყენებული გარანტიების ეკვივალენტურად.

აღნიშნულ შემოწმებებზე პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფოების ექსპერტები, წევრი სახელმწიფოს წარდგინებით, ინიშნებიან კომისიის მიერ.

აღნიშნული შემოწმებები ტარდება გაერთიანების სახელით, რომელიც გაიღებს აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერ ხარჯებს.

6. მე-5 აბზაცით განსაზღვრული შემოწმებების ჩატარებამდე, გამოყენებული უნდა იქნეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში მოქმედი ეროვნული წესები იმ დათქმით, რომ თუ აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდა მე-3 აბზაცის შესაბამისად წარმოდგენილი გარანტიების შეუსრულებლობა, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უნდა მოხდეს მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომისიის მეშვეობით.

მუხლი 18

1. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველები, სპერმა, კვერცხუჯრედები და ემბრიონები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნეს გაერთიანებაში შემოტანილი, თუ:

– მათ თან ახლავს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ცნობა.

ცნობის ნიმუში ცალკეული სახეობისათვის განისაზღვრება 26-ე მუხლით დადგენილი წესით;

– მათ გაიარეს დირექტივებით 90/675/EEC და 91/496/EEC20 გათვალისწინებული შემოწმებები;

– მათ, გაერთიანებაში გამოგზავნამდე, გაიარეს სახელმწიფო ვეტერინარის შემოწმება, რათა უზრუნველყოფილი იყოს დირექტივით 91/628/EEC21 გათვალისწინებული ტრანსპორტირების პირობების დაცვა, კერძოდ წყლითა და საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით;

– ისინი, მე-5-10 მუხლებით გათვალისწინებული ცხოველების შემთხვევაში, ბაზარზე განთავსებამდე კარანტინში მოათავსეს იმ დეტალური წესების თანახმად, რომლებიც უნდა განისაზღვროს 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. წინამდებარე მუხლისათვის კონკრეტული წესების განსაზღვრამდე, ძალაში რჩება ის ეროვნული წესები, რომლებიც გამოიყენება ისეთი მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტისთვის, რომლებისთვისაც ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა მიღებული გაერთიანების დონეზე, იმ პირობით, რომ ისინი უფრო ხელსაყრელი არაა, ვიდრე II თავით განსაზღვრული წესები.

მუხლი 19

26-ე მუხლით დადგენილი წესით გადაწყვეტილება მიიღება შემდეგზე:

(a) გაერთიანებაში იმპორტისთვის, ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნები, ასევე იმ ცხოველების თანმხლები დოკუმენტების ხასიათი და შინაარსი, რომლებიც განკუთვნილნი არიან ზოოპარკებისთვის, ცირკებისთვის, გასართობი პარკებისთვის ან ექსპერიმენტული ლაბორატორიებისთვის, სახეობათა მიხედვით;

(b) გარანტიები, რომლებიც წარმოდგენილია დამატებით წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული სხვადასხვა სახეობის ცხოველებისთვის, რათა დაცული იქნეს გაერთიანების შესაბამისი სახეობები.

მუხლი 20

 

დირექტივით 97/78/EC განსაზღვრული წესები და პრინციპები ვრცელდება განსაკუთრებით წევრი სახელმწიფოების მიერ ჩატარებული შემოწმებებისა და შემდგომი შემოწმებების ორგანიზებასთან მიმართებაში, ასევე გამოყენებულ დაცვით ღონისძიებებზე.

დირექტივის 91/496/EEC მე-8(3) მუხლითა და 30-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების განხორციელებამდე, აღნიშნული დირექტივის მე-8(1) და (2) მუხლის გამოყენებისთვის ძალაში რჩება შესაბამისი ეროვნული წესები, ამ მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დარღვევის გარეშე.

თავი IV

ზოგადი დასკვნითი დებულებები

მუხლი 21

ყველა ცნობის ნიმუში, რომელიც გამოიყენება ვაჭრობაში და იმ ვეტერინარულ პირობებთან მიმართებაში, რომელთა დაცვაც აუცილებელია ცხოველებით, სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით (გარდა მე-5-მე-11 მუხლებით გათვალისწინებულისა) ვაჭრობისთვის, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 22

საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე დირექტივის დანართები შეიცვლება 26-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 23

26-ე მუხლით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, მე-6(A)(1)(e) მუხლიდან და II თავიდან გამონაკლისის დაშვებით, შეიძლება დადგინდეს სპეციალური მოთხოვნები ცირკისა და ბაზრობის ცხოველების გადაადგილებისთვის, აგრეთვე ზოოპარკებისთვის განკუთვნილი ცხოველებით, მათი სპერმით, კვერცხუჯრედებით და ემბრიონებით ვაჭრობასთან მიმართებაში.

მუხლი 24

1. წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ, რომ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული ცხოველები (მათ შორის ვოლიერების ფრინველები), სპერმა, კვერცხუჯრედები და ემბრიონები, რომლებიც მესამე მსოფლიოს ქვეყნის ტერიტორიაზე გაივლიან, მათ ტერიტორიაზე შემოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, რომელშიც დადასტურებული იქნება წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

2. წევრი სახელმწიფოები, რომლებიც სარგებლობენ პირველ აბზაცში გათვალისწინებული შესაძლებლობით, აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ კომისიასა და ევროპის კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს მუდმივმოქმედი ვეტერინარული კომისიის ფარგლებში.

მუხლი 25

დირექტივის 90/425/EEC A დანართს დაემატოს შემდეგი:

„საბჭოს 1992 წლის 13 ივლისის დირექტივა 92/65/EEC, ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც არეგულირებს გაერთიანებაში ისეთი ცხოველებით, სპერმით, კვერცხუჯრედებითა და ემბრიონებით ვაჭრობას და იმპორტს, რომლებზეც არ ვრცელდება დირექტივის 90/425/ECC A(I) დანართით განსაზღვრული გაერთიანების განსაკუთრებული წესებით დადგენილი ვეტერინარულ მოთხოვნები (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268, 14.09.1992, გვ. 54).“.

მუხლი 26

იმ შემთხვევაში, თუ მითითება კეთდება ამ მუხლით გათვალისწინებულ პროცედურაზე, გადაწყვეტილებით 68/361/EEC22 შექმნილმა მუდმივმოქმედმა ვეტერინარულმა კომისიამ უნდა იმოქმედოს დირექტივის 89/662/EEC მე-17 მუხლით დადგენილი წესებით.

მუხლი 27

წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც იყენებენ კონტროლის ალტერნატიულ სისტემას, რომელიც ითვალისწინებს გარანტიებს, რომლებიც ეკვივალენტურია წინამდებარე დირექტივით დადგენილი გარანტიებისა, რომლებიც ვრცელდება ამავე დირექტივით გათვალისწინებული ცხოველების, სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების მათ ტერიტორიაზე გადაადგილებაზე, შეუძლიათ, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ერთმანეთს მიანიჭონ მე-6(A)(1)(f) მუხლიდან, მე-8(ბ) მუხლიდან და მე-11(დ) მუხლიდან გამონაკლისის დაშვების უფლება.

მუხლი 28

26-ე მუხლით დადგენილი წესით, გარდამავალი ზომების მიღება შესაძლებელია სამი წლის ვადით, რათა გამარტივდეს ახალ, წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ ღონისძიებებზე გადასვლა.

მუხლი 29

1. 1994 წლის 1 იანვრამდე, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები გამოსცემენ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე დირექტივის მოთხოვნების შესასრულებლად. აღნიშნულის თაობაზე ისინი დაუყოვნებლივ ატყობინებენ კომისიას.

წევრი სახელმწიფოების მიერ აღნიშნული ზომების მიღების შემთხვევაში, ისინი უნდა შეიცავდნენ წინამდებარე დირექტივაზე მითითებას და ასეთივე მითითებას უნდა შეიცავდნენ მათი ოფიციალური გამოქვეყნების შემთხვევაშიც. აღნიშნული მითითების გაკეთების მეთოდებს თავად ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოები ადგენენ.

2. წევრი სახელმწიფოები კომისიას აცნობებენ ეროვნული კანონმდებლობის იმ ძირითადი დებულებების ტექსტებს, რომლებსაც ისინი მიიღებენ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სფეროში.

3. ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანის ვადად 1994 წლის 1 იანვრის განსაზღვრამ გავლენას არ უნდა მოახდინოს დირექტივებით 89/662/EEC და 90/425/EEC გათვალისწინებულ საზღვრებზე ვეტერინარული კონტროლის მოხსნაზე.

მუხლი 30

წინამდებარე დირექტივა ეხება ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს.

შესრულებულია ბრიუსელში, 1992 წლის 13 ივლისს.

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ჯ. გამერი

დანართი A

შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებები წინამდებარე, დირექტივის კონტექსტში (a)

დაავადება

ჯიშები რომლებზედაც დაავადება ვრცელდება

ნიუკასლის დაავადება, ფრინველის გრიპი

ფსიტაკოზი

ამერიკული ფუტკრის სიმყაყე

თურქულის დაავადება

ბრუცელიოზი (Brucella ssp.)

ტუბერკულოზი

ღორის კლასიკური ჭირი

ღორის აფრიკული ჭირი (ცხელება)

თურქულის დაავადება

ცოფი (b)

ფრინველები

თუთიყუშისებრნი

ფუტკრები

მცოხნავი ცხოველები

 

 

ღორები

 

 

ყველა ამთვისებელი ცხოველი

(a) დირექტივის 82/894/EEC I დანართით განსაზღვრული შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებების შეუზღუდავად;

(b) დირექტივის 89/455/EEC მე-2 მუხლის თანახმად.

დანართი B

იმ დაავადებათა ჩამონათვალი, რომელთათვისაც წინამდებარე დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია აღიარებული იქნეს ცალკეული სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგრამები

წავი

ვირუსული ენტერიტი

ალეუტის დაავადება

ფუტკარი

ევროპული ფუტკრის სიმყაყე

ვაროატოზი და ფუტკრის ტილი

მაიმუნები და ველური კატები

ტუბერკულოზი

მცოხნავი ცხოველები

ტუბერკულოზი

კურდღლისებრნი

მიქსომატოზი

ვირუსული და ჰემორაგიული დაავადება

ტულარემია

 

დანართი C

ორგანოების, ინსტიტუტებისა ან ცენტრების ნებართვის პირობები

1. წინამდებარე დირექტივის მე-13(2) მუხლის თანახმად, ოფიციალური ნებართვის მისანიჭებლად მე-2(1)(c) მუხლით განსაზღვრული ორგანოები, ინსტიტუტები ან ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

(a) მკაფიოდ უნდა იყოს შემოსაზღვრული და გამოყოფილი მისი შემოგარენისგან;

(b) უნდა მდებარეობდეს მოშორებით იმ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებიდან, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას აღიარებული ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის არსებობამ;

(c) იყოს ვეტერინარის23 კონტროლის ქვეშ, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ცხოველებზე რომელთა დაჭერა, შებოჭვა და გალიაში მოთავსება მას უნდა შეეძლოს;

(d) უნდა ჰქონდეს შესაბამისი საკარანტინო ობიექტები;

(e) უნდა ჰქონდეს ერთი ან მეტი შესაბამისი შენობა-ნაგებობა, სადაც შესაძლებელი იქნება სიკვდილის შემდგომი გამოკვლევის ჩატარება;

(f) არ უნდა ჰქონდეს A დანართში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება, ხოლო შესაბამის ქვეყანაში მე-14 მუხლით განსაზღვრული პროგრამით გათვალისწინებულ დაავადებებთან მიმართებაში, B დანართში ჩამოთვლილი რომელიმე დაავადება;

(g) უნდა აწარმოებდეს მუდმივ აღრიცხვას, სადაც მითითებული იქნება შემდეგი:

– საწარმოში არსებული თითოეული სახეობის ცხოველის რაოდენობა, მათ ასაკთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან ერთად;

– იმ ცხოველების რაოდენობა, რომელთა შეყვანა ან გაყვანა ხდება საწარმოდან, მათი ტრანსპორტირების საშუალებებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად;

– საკარანტინო პერიოდის განმავლობაში დაკვირვებათა შედეგები;

– ექსკრემენტების რეგულარული გამოკვლევის შედეგები;

– სისხლის ანალიზების ან ნებისმიერი სხვა დიაგნოსტიკური პროცედურის შედეგები;

– დაავადების შემთხვევები და, სადაც მიზანშეწონილია, ჩატარებული მკურნალობა;

– ნებისმიერი ცხოველის გაკვეთის შედეგები, რომელიც დაიღუპა საწარმოში, მათ შორის მკვდრად დაბადებული ცხოველების გაკვეთის შედეგები;

(h) უნდა ჰქონდეს შესაბამისი ობიექტები დაავადებით გარდაცვლილი ცხოველების სხეულების განადგურებისთვის;

(i) მასზე უნდა ხორციელდებოდეს მონიტორინგი სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელმაც უნდა ჩაატაროს წელიწადში მინიმუმ ორი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგს:

– საწარმოში არსებული ყველა ცხოველის ერთი ინსპექცია;

– A და B24 დანართებში მითითებული დაავადებებისადმი ამთვისებელი ყველა სახეობის ცხოველისგან რეპრეზენტატიული ნიმუშების აღება, ან ამ დაავადებათა სხვა მეთოდებით გამოვლენა. ამ ნიმუშებზე ანალიზების ჩატარება უნდა მოხდეს აღიარებული ლაბორატორიის მიერ, რათა შემოწმდეს შეიცავენ თუ არა ისინი დაავადების გამომწვევ ფაქტორებს A დანართში ჩამოთვლილი თითოეული სახეობისთვის. ნიმუშების აღება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების დროს აღებულ ნიმუშებზე ჩატარებულმა ლაბორატორიული ანალიზების შედეგებმა არ უნდა გამოავლინოს შესაბამისი პათოგენების არსებობა;

– აღრიცხვის ჩანაწერების შესწავლა.

2. ნებართვა შენარჩუნებული იქნება მანამ, სანამ სრულდება შემდეგი მოთხოვნები:

(a) საწარმოში შეყვანილი ცხოველების გადმოყვანა უნდა მოხდეს სხვა აღიარებული ცენტრიდან, ინსტიტუტიდან ან ორგანოდან;

(b) თუ აღიარებულ ცენტრში, ინსტიტუტში ან ორგანოში იმყოფებიან დირექტივით 64/432/EEC გათვალისწინებული ცხოველები, მათ შესაძლებელია დატოვონ საწარმო მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ;

(c) აღიარებულ ცენტრში, ინსტიტუტში ან ორგანოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, ამ დანართის 1(h) პუნქტის შესაბამისად;

(d) ნიმუშებზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების შედეგებმა არ უნდა გამოავლინოს A და B(24) დანართებით გათვალისწინებული დაავადების გამომწვევი ფაქტორების კვალი;

(e) კომპეტენტურ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ნებისმიერი საეჭვო დაავადების ან სხვა სიმპტომის შესახებ, რომელიც მიანიშნებს რომ ცხოველი შესაძლოა დაავადებული ყოფილიყო A და B25 დანართებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დაავადებით.

3. ნებართვის შეჩერება, აღდგენა ან გაუქმება შესაძლებელია შემდეგ გარემოებებში:

(a) ამ დანართის მე-2(d) პუნქტის თანახმად შეტყობინების შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ დროებით უნდა შეაჩეროს აღიარებული ცენტრის, ორგანოს ან ინსტიტუტის ნებართვა;

(b) საეჭვო ცხოველისგან აღებული ნიმუში უნდა გადაეგზავნოს აღიარებულ ლაბორატორიას შესაბამის პათოგენებზე ანალიზის ჩასატარებლად. ანალიზის შედეგები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოს;

(c) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმირებულია A და B(25) დანართებით გათვალისწინებული ერთი ან მეტი დაავადების საეჭვო არსებობის შესახებ, მან უნდა იმოქმედოს ისე, ლაბორატორიულ ანალიზებთან, ეპიზოოტიოლოგიურ გამოკვლევასთან, დაავადების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა დაავადების შესახებ შეტყობინება არ გაკეთებულა, ამ სფეროში დაავადებების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისა და ცხოველებით ვაჭრობის მარეგულირებელი დირექტივის თანახმად;

(d) თუ ანალიზების შედეგები არ გამოავლენს შესაბამისი პათოგენების ნიშნებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განაახლებს ნებართვას;

(e) ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის ხელახალი აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის წყაროების აღმოფხვრის შემდეგ, ამ დანართის პირველი ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები შესრულდება;

(f) კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აცნობოს კომისიას ნებართვის შეჩერების, აღდგენის ან გაუქმების შესახებ.

დანართი D

თავი I

I. სპერმის შეგროვების ცენტრების ავტორიზაციის პირობები

სპერმის შეგროვების ცენტრი:

1. უნდა იმყოფებოდეს „ცენტრის ვეტერინარის“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ;

2. უნდა ჰქონდეს სხვადასხვა და ფიზიკურად ერთმანეთისგან განცალკავებული შენობა-ნაგებობები:

– ცხოველების განთავსებისა და იზოლირებისთვის;

– სპერმის შესაგროვებლად;

– მოწყობილობა-დანადგარების გასუფთავებისა და დეზინფექციისთვის;

– სპერმის დამუშავებისთვის;

– სპერმის შესანახად;

3. აშენებული უნდა იყოს ან ინახებოდეს ცალკე ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი კონტაქტი ცენტრის გარეთ;

4. უნდა ჰქონდეს მე-2 ქვეპუნქტში აღწერილი შენობა-ნაგებობები, რომელთა გაწმენდა და დეზინფიცირება ადვილად ხორციელდება.

II. სპერმის შეგროვების ცენტრების მეთვალყურეობის პირობები

სპერმის შეგროვების ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. უნდა ხორციელდებოდეს ცენტრის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ცენტრში მხოლოდ იმ ცხოველების განთავსება, რომელთაგანაც უნდა მოხდეს სპერმის აღება. თუმცა ამ ცენტრებში შესაძლოა განთავსდნენ, ასევე, სხვა შინაური ცხოველებიც იმ პირობით, რომ ისინი აკმაყოფილებენ ქვემოთ მოყვანილ ზოგად პირობებს;

2. უნდა ხორციელდებოდეს ცენტრის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღრიცხვის წარმოება, რომელიც მოიცავს შემდეგს:

– ცენტრში არსებული ცხოველების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

– ცხოველების ნებისმიერი გადაადგილება (შეყვანა და გაყვანა);

– განხორციელებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;

– ჯანმრთელობის მდგომარეობის ისტორია;

– სპერმის დანიშნულების ადგილი;

– სპერმის შენახვა.

3. უნდა განხორციელდეს მისი ინსპექტირება სახელმწიფო ვეტერინარის მიერ წელიწადში მინიმუმ ორჯერ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აღიარებისა და ზედამხედველობის პირობების დაკმაყოფილება;

4. დასაქმებულ უნდა იქნეს კომპეტენტური პერსონალი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ტრენინგი დეზინფექციასა და ჰიგიენის ტექნიკაში, რაც იძლევა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების საშუალებას;

5. უნდა განხორციელდეს მისი მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

– სპერმის შეგროვება, დამუშავება და შენახვა იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებიც გამოყოფილია ამ მიზნებისთვის;

– შეგროვებისა და დამუშავების დროს დონორი ცხოველებისგან აღებული სპერმისთვის გამოყენებული ჭურჭლის სათანადოდ დეზინფიცირება ან სტერილიზაცია თითოეულ გამოყენებამდე;

– სპერმის შენახვის ან ტრანსპორტირებისთვის ნებისმიერი მიმღების დეზინფიცირება ან სტერილიზაცია გამოყენებამდე.

6. უნდა მოხდეს შემდეგის გამოყენება:

– ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სპერმის დამუშავებისთვის (დანამატი ან გამხსნელი), რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის ან რომელსაც გავლილი აქვს წინასწარი დამუშავება ასეთი რისკების თავიდან ასაცილებლად;

– კრიოგენური აგენტი, რომლის გამოყენებაც მანამდე არ მომხდარა ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტებისთვის.

7. უნდა მოხდეს სპერმის თითოეული ოდენობის ადექვატურად იდენტიფიცირება ისე, რომ შესაძლებელი იყოს შეგროვების თარიღის და დონორი ცხოველის ჯიშისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა და ასევე იმ აღიარებული ცენტრის სახელის დადგენა, რომელმაც განახორციელა შეგროვება.

თავი II

პირობები რომლებიც ვრცელდება შეგროვების ცენტრებზე

დონორი მამლების მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები

A. ულაყები

სპერმის შესაგროვებლად შესაძლოა გამოყენებული იქნენ მხოლოდ ის ულაყები, რომლებიც სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

1. შეგროვების დროს მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა;

2. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ დირექტივის 90/426/EEC მოთხოვნებს და მათი აღება უნდა მოხდეს სადგომიდან, რომელიც ასევე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს;

3. პირველი შეგროვებიდან 60 დღის განმავლობაში მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შემდეგი ანალიზები, რომელთა შედეგებიც უნდა იყოს უარყოფითი:

(a) ცხენის ინფექციური ანემიის გამოსავლენად აგრარული გელის იმუნოდიფუზიის ანალიზი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ქოგინსის ანალიზი“;

(b) ვირუსული ართრიტის გამოსავლენად სერო-ნეიტრალიზაციის ანალიზი (განზავება <1/4), რომელსაც დადებითი შედეგის შემთხვევაში დაემატება უარყოფითი შედეგის მქონე მთლიანი სპერმის ვირუსოლოგიური კვლევა;

(c) ცხენის გადამდები მეტრითის გამოსავლენად Taylorella equigenitalis მიკრობის იზოლაციის გზით, მინიმუმ ურეთრიდან და წინარე ეაკულატორული სითხიდან აღებული ნიმუშების ანალიზი.

ამ ანალიზების შედეგები უნდა დამტკიცდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში.

მე-3 ქვეპუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული პერიოდის და შეგროვების პერიოდის განმავლობაში დაუშვებელია ულაყების ბუნებრივი გზით გამოყენება.

B. ცხვარი და თხები

სპერმის შესაგროვებლად შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხვრებისა და თხების გამოყენება, რომლებიც სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

(a) სპერმის შეგროვების დღეს მათ აქვთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა;

(b) ისინი აკმაყოფილებენ გაერთიანების შიდა ვაჭრობის შესახებ დირექტივის 91/68/EEC მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

გარდა ამისა, უარყოფითი შედეგების შემთხვევაში, შეგროვებამდე ოცდაათი დღის განმავლობაში დონორ ცხოველებს უნდა ჩაუტარდეთ შემდეგი ანალიზები:

– ანალიზი ბრუცელიოზზე (B. melitensis) დირექტივის 91/68/EEC C დანართის თანახმად;

– ანალიზი გადამდებ ეპიდიდიმიტზე (B. ovis) დირექტივის 91/68/EEC D დანართის თანახმად;

– ცხვრის სასაზღვრო დაავადების ვირუსი.

(c) მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ანალიზები ან შემოწმებები, რომლებიც უზრუნველყოფს (a) და (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარანტიას.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანალიზები უნდა ჩატარდეს წევრი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში.

C. თუ A ან B ნაწილებით გათვალისწინებულ რომელიმე ანალიზს ექნება დადებითი შედეგი, უნდა მოხდეს ცხოველის იზოლირება და მისგან სპერმის აღება და ბოლო უარყოფითი ანალიზის შემდეგ დაუშვებელია მისი ბაზარზე გატანა. იგივე ვრცელდება სადგომში არსებული სხვა ცხოველებიდან აღებულ ან შეგროვების ცენტრში არსებულ სპერმაზე, დადებითი შედეგის მქონე ანალიზის ჩატარების თარიღის შემდეგ. დაუშვებელია ვაჭრობის განახლება ცენტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელახალ დადგენამდე.

თავი III

მოთხოვნები, რომლებიც ვრცელდება სპერმაზე, კვერცხუჯრედებსა და ემბრიონებზე

სპერმის, კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შეგროვება, დამუშავება, გარეცხვა და შენახვა უნდა მოხდეს ბიოლოგიური პროდუქტით, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ მიკრო-ორგანიზმებს, შემდეგი პრინციპების დაცვით:

(a) კვერცხუჯრედები და ემბრიონები უნდა გაირეცხოს ამ დირექტივის მე-11(3) მუხლის თანახმად. გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ არ უნდა დაზიანდეს მათი ბრწყინვალე გარსი. ერთდროულად შესაძლებელია მხოლოდ ერთიდაიგივე დონორიდან აღებული კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების გარეცხვა. გარეცხვის შემდეგ თითოეული კვერცხუჯრედისა და ემბრიონის ბრწყინვალე გარსი გამოკვლეულ უნდა იქნეს მთლიან ზედაპირზე მინიმუმ 50-ჯერ გადიდებით და უნდა დამოწმდეს რომ დაუზიანებელია და მასზე მიკრული არ არის უცხო სხეულები;

(b) კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, გასაყინად და შესანახად გამოყენებული გარემო და ხსნარები უნდა გასტერილიზდეს მე-11(3) მუხლით დადგენილი აღიარებული მეთოდების მიხედვით და მათთან მუშაობა უნდა მოხდეს ისე, რომ დარჩეს სტერილური. შეგროვების, გარეცხვისა და შენახვის გარემოში დამატებულ უნდა იქნეს ანტიბიოტიკები დეტალური წესების მიხედვით, რომლებიც განისაზღვრება 26-ე მუხლით დადგენილი პროცედურით;

(c) გამოყენებამდე უნდა გასტერილიზდეს კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, დასამუშავებლად, გასარეცხად, გასაყინად და შესანახად გამოყენებული ყველა მასალა;

(d) მე-11(2) მუხლის თანახმად, მათ ჩატარებული უნდა ჰქონდეთ დამატებითი ანალიზები 26-ე მუხლით დადგენილი პროცედურით, განსაკუთრებით სითხეების შეგროვებასა და გარეცხვასთან მიმართებაში, რათა დადგინდეს პათოგენური ფაქტორების არარსებობა;

(e) ისინი უნდა ინახებოდეს სტერილურ მიმღებ გარემოში (ამპულები, ჩალა, რომლებიც სათანადოდაა იდენტიფიცირებული 26-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურით დადგენილი მეთოდით):

– რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთი მამალი ან დედალი დონორისგან აღებულ პროდუქტებს;

– რომელიც დალუქულია ალკოჰოლში ან ახალ თხევად აზოტში გაყინვის მომენტში, და არის მარკირებული;

და უნდა მოთავსდეს სტერილურ თხევადი აზოტის კონტეინერებში, რომლებიც პროდუქტს არ უქმნის დაბინძურების რისკს;

(f) ისინი შენახულ უნდა იქნეს დამტკიცებულ პირობებში გაგზავნამდე მინიმუმ 30 დღის განმავლობაში;

(g) მათი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს კოლბებით, რომლებიც გამოყენებამდე უნდა გასუფთავდეს, დეზინფიცირებულ იქნეს ან გასტერილიზდეს.

თავი IV

დონორი დედლები

დედლები შესაძლოა გამოყენებულ იქნენ კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების შესაგროვებლად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ვეტერინარის თანახმად ისინი აკმაყოფილებენ „მოსაშენებელი და შესაბამისი ჯიშის საწარმოებლად გამოსაყენებელი ცოცხალი ცხოველებით გაერთიანების შიდა ვაჭრობასთან“ დაკავშირებული შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებს, კერძოდ კი დირექტივის 64/432/EEC მოთხოვნებს ღორებთან დაკავშირებით, დირექტივის 90/426/EEC მოთხოვნებს ცხენისებრებთან დაკავშირებით და დირექტივის 91/68/EEC მოთხოვნებს ცხვართან და თხასთან დაკავშირებით, და ისინი აყვანილ უნდა იქნენ ჯოგიდან, რომელიც ასევე აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს.

დანართი E

სერტიფიკატი

ევროპის გაერთიანება

1. გამგზავნი (სახელწოდება და მისამართი სრულად)

 

3. მიმღები (სახელწოდება და მისამართი სრულად)

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

N დედანიa

2. წარმოშობის წევრი სახელმწიფო

 

4. კომპეტენტური ორგანო

 

5. მისამართი:

– წარმოშობის სადგომის ან ოფიციალურად აღიარებული წარმოშობის ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის;b

– მიმღები სადგომის ან ვაჭრის ან ოფიციალურად აღიარებული მიმღები ორგანოს, ინსტიტუტის ან ცენტრის.b

6. დატვირთვის ადგილი

 

7. ტრანსპორტირების საშუალება

 

 

8. სახეობა

 

 

9. ცხოველების/სკების/ან დედა ფუტკრების (თანმხლებებით) რაოდენობაb

 

 

10. პარტიის იდენტიფიკაცია

 

 

11. ატესტაცია c

 

შესრულებულია

 

.....................(ადგილი) .......................(თარიღი)

ხელმოწერა

სახელი ასომთავრულით:

პოზიცია:

 


a თითოეული ტვირთისთვის გაცემულ უნდა იქნეს ცალკე სერტიფიკატი და დედანი თან უნდა ახლდეს ტვირთს მის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე; მისი მოქმედების ვადა არის 10 დღე.

b შესაძლებელია ამოღებულ იქნეს საჭიროების შემთხვევაში.

c უნდა შეივსოს დირექტივის 92/65/EEC მე-5-11 მუხლების თანახმად ცხოველების დატვირთვამდე 24 საათში.


1 ოფიციალური ბიულეტენი, No C 327 , 30.12.1989, გვ. 57 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 84, 02.04.1990, გვ. 102;

2 ოფიციალური ბიულეტენი, No C 38, 19.02.1990, გვ. 134 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 149, 18.06.1990. გვ. 263;

3 ოფიციალური ბიულეტენი, No C 62, 12.03.1990, გვ. 47 და ოფიციალური ბიულეტენი, No C 182, 23. 07.1990, გვ. 25;

4 ოფიციალური ბიულეტენი, No L 384 , 31.12.1982, გვ. 1, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა რეგულაციით ( EEC) No 197/90 (ოფიციალური ბიულეტენი, No L 29, 31.01.1990, გვ. 1 );

5 ოფიციალური ბიულეტენი, No 121, 29.07.1964, გვ. 1977/64, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/499/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09.1991, გვ. 107);

6 ოფიციალური ბიულეტენი, No L 315, 26.11.1985, გვ. 11, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 90/423/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ.13);

7 ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ. 29, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09.1991, გვ. 56);

8 ოფიციალური ბიულეტენი, No L 373, 31.12.1990, გვ. 1, სადაც ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268, 24.09. 1991, გვ. 56);

9 საბჭოს 1990 წლის 26 ივნისის დირექტივა 90/426/EEC ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც არეგულირებს ცხენისებრთა ცხოველების გადაადგილებას და იმპორტს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან (ოფიციალური ბიულეტენი, No L 224, 18.08.1990, გვ. 42). შესწორება შესულია დირექტივით 91/496/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი, No L 268 , 24.09.1991, გვ. 56);

10 საბჭოს 1990 წლის 15 ოქტომბრის დირექტივა 90/539/ EEC შინაური ფრინველებისა და საინკუბაციო კვერცხების გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობისა და მათი მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან შემოყვანის მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 303, 31.10.1990, გვ. 6). დირექტივაში შესწორება შესულია დირექტივით 91/69/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 56).

11 საბჭოს 1991 წლის 28 იანვრის დირექტივა 91/67/EEC აკვაკულტურის ცხოველებისა და მათი ნაწარმის ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 46 19.02.1991, გვ. 1);

12 საბჭოს 1991 წლის 28 იანვრის დირექტივა 91/68/EEC ცხვრებითა და თხებით გაერთიანების ფარგლებში ვაჭრობის მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 46 19.02.1991, გვ. 19);

13 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/492/EEC ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 1);

14 საბჭოს 1991 წლის 22 ივლისის დირექტივა 91/493/EEC თევზის ნაწარმის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მარეგულირებელი ვეტერინარული პირობების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი, N L 268 24.09.1991, გვ. 15);

15 საბჭოს 1980 წლის 22 იანვრის დირექტივა 80/217/ EEC კლასიკურ ღორის ჭირთან საბრძოლო ღონისძიებების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი N L 47, 21.02.1980, გვ.11). დირექტივაში ბოლო ცვლილებები შევიდა დირექტივით 87/486/ EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 280, 03.10.1987, გვ.21).

16 საბჭოს 1972 წლის 12 დეკემბრის დირექტივა 72/ 462/EEC მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორის და ახალი ხორცის მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან იმპორტირებისას ჯანმრთელობისა და ინსპექტირების პრობლემების შესახებ (ოფიციალური ბიულეტენი N L 302, 31.12.1972, გვ. 28 ). ბოლო ცვლილებები შევიდა დირექტივით 91/497/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 268, 24.09.1991, გვ. 69);

17 ოფიციალური ბიულეტენი, N L 268, 24.09.1991, გვ. 41;

18 ოფიციალური ბიულეტენი, N L 303, 31.10.1990, გვ. 6;

19 საბჭოს 1971 წლის 15 თებერვლის დირექტივა 71/118/EEC ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ რომლებიც ზეგავლენას ახდენს ფრინველის ახალი ხორცით ვაჭრობაზე (ოფიციალური ბიულეტენი N L 55, 08.03.1971, გვ. 23). ბოლოს შესწორებები შევიდა დირექტივით 90/654/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 353, 17.12.1990, გვ. 48);

20 საბჭოს 1991 წლის 15 ივლისის დირექტივა 91/496/EEC რომელიც ადგენს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან გაერთიანებაში შეყვანილი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების ორგანიზების მარეგულირებელ პრინციპებს და შესწორებები შეაქვს დირექტივებში 89/662/EEC, 90/425/EEC და 90/675/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 268, 24.09.1991, გვ. 56);

21 საბჭოს 1991 წლის 19 ნოემბრის დირექტივა 91/628/EEC ტრანსპორტირების დროს ცხოველთა დაცვის შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივებში 90/425/EEC და 91/496/EEC (ოფიციალური ბიულეტენი N L 340, 11.12.1991, გვ. 17);

22 ოფიციალური ბიულეტენი, N L 255, 18.10.1968, გვ. 23;

23 რომელიც პასუხისმგებელია ამ დირექტივით გათვალისწინებულ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებთან ყოველდღიურ შესაბამისობაზე;

24 იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება შესაბამის წევრ სახელმწიფოში;

25 იმდენად, რამდენადაც ერთ-ერთი ასეთი დაავადება არის შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადება შესაბამის წევრ სახელმწიფოში.