სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შესახებ

  • Word
სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023391
  • Word
552
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023391
სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5 52

2017 წლის 2 3 მარტი

. თბილისი

სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების შესახებ

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში პროგრამული კოდის − „სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება“ დამატება.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალის­წინებული ასიგნებებიდან 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს ქვეპროგრამაში „სეტყვის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება“ და განახორციელოს აღნიშნული თანხის გადარიცხვა სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ანგარიშზე.

3. სსიპ − სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ უზრუნველყოს სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

 

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი