საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 551
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023390
551
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023390
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №551

2017 წლის 23 მარტი

. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორების დამატებითი ფულადი ჯილდოებით წახალისების (ოლიმპიური და პარაოლიმპიური ჩემპიონებისთვის (3 პირი) თითოეულზე − 100 000 ლარი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორისთვის (1 პირი) − 75 000 ლარი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორებისთვის (4 პირი) თითოეულზე − 50 000 ლარი) მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 575 000 (ხუთას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.

 

პრემიერ - მინისტრი                                                                                                                     გიორგი კვირიკაშვილი