დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 548 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023387 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 48
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 3 776 (სამი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 8 019 (რვა ათას ცხრამეტი) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი 8 853 (რვა ათას რვაას ორმოცდაცამეტი) ლარი, ჯამში − 20 648 (ოცი ათას ექვსას ორმოცდარვა) ლარი მიმართოს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციისათვის საჭირო მზა ბეტონის შესყიდვის განსახორციელებლად.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები