შპს „ხევის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „ხევის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023384
  • Word
541
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023384
შპს „ხევის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №541

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

შპს „ხევის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ხევი“ (ს/ნ: №441484109)  გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ხევს“ შორის 2015 წლის 24 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი