დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველო-ლატვიის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 537 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023380 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №53 7
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველო-ლატვიის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №670 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველო-ლატვიის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №670 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2005 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველო-ლატვიის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის ქართული მხარე შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გახარია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
გენადი არველაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
თეიმურაზ ჯანჯალია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში;
ნოდარ კერესელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
თეიმურაზ მურღულია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
რევაზ ჯაველიძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გიორგი ჩოგოვაძე - სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
დავით საგანელიძე - სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ნიკოლოზ გოგილიძე - სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე;
თორნიკე ნოზაძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი;
ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
ეკა ყუბუსიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
ალექსანდრე პაპიაშვილი - სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინვესტორთა მრჩეველი;
ლიანა მეზვრიშვილი - სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი;
ანი ვაშაყმაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირსა და ევროპის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 15 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები