„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის (ILMDP) ფარგლებში მიმდინარე ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოწყვლადი პირებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 535
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023378
  • Word
535
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023378
„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის (ILMDP) ფარგლებში მიმდინარე ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოწყვლადი პირებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №535

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის (ILMDP) ფარგლებში მიმდინარე ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტის ზემოქმედების  ქვეშ მყოფი მოწყვლადი პირებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ  მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის (ILMDP)  ფარგლებში ხორციელდება ზედა რუს სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია. ვინაიდან სარეალიბიტაციო სარწყავი არხის ტერიტორიაზე განლაგებულია 7 მოწყვლადი პირის ნაგებობა,  მსოფლიო ბანკის პოლიტიკისა და ინსტრუქციების თანახმად, მოწყვლად ჯგუფში შემავალმა პირებმა უნდა მიიღონ ერთჯერადი ფულადი დახმარება.

2. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში,  უზრუნველყოს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ პირებზე ჯამში  -  7980 (შვიდი ათას ცხრაას ოთხმოცი)  ლარის გადარიცხვა. 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი