„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016042
23
30/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130000000.63.075.016042
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №23

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური)   სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამსახურის  სისტემაში სამსახურის მოსამსახურეთა მიერ  სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საშტატო განრიგი წარმოადგენს სამსახურის სისტემაში საშტატო ერთეულთა ნუსხას.“.

3. მე-4 მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგს ამტკიცებს  სამსახურის უფროსი, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საშტატო ნუსხას სამსახურის უფროსის თანხმობით, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.“.

5. სამსახურში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის სახით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სამსახურის უფროსის თანხმობით, ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.

6. სამსახურის მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს, მათი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საჯარო სამართლის იურიდილი პირის ან ტერიტორიული ორგანოს  ხელმძღვანელი.“.

4. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის უფროსის მიერ, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე შეიძლება  დაინიშნოს:

ა) სრული ზოგადი განათლების მქონე პირი:

ა.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად, თუ პირს უკვე მინიჭებული ჰქონდა საშუალო ან უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება ან/და უმცროს ან უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდება და გავლილი აქვს ან გაივლის სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე პირთა გადამზადების სპეციალურ პროგრამას/კურსს;

ა.ბ)  ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის  ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.“.

5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს  სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვემდე ვადით.“.   

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.“.

7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურის სამსახურში მიღება ფორმდება სამსახურის უფროსის  ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მათში შემავალი შესაბამისი დანაყოფების დასახელებას (სამსახურის დანაყოფების/ქვედანაყოფების დასახელება), რომელშიც მიიღება/ინიშნება პირი;“.

9. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან,  სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ტერიტორიული ორგანოს   ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“.

10. მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.“.

11. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სამსახურის უფროსის ან  მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის  ბრძანებით, გადაადგილების  საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.“.

12. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

61) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ტოლფასი თანამდებობები განისაზღვრება მხოლოდ შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მოქმედი თანამდებობების ერთმანეთთან მიმართებით.“.

13. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფი სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) შეიძლება  ოპერატიულ მართვაში გადაეცეს სამსახურის სისტემაში შემავალ სხვა დანაყოფს, აღნიშნული დანაყოფის ფუნქციური დატვირთვისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნული არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაყოფებზე. ოპერატიულ მართვაში გადაცემის შესახებ ბრძანებით უნდა განისაზღვროს:

ა) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი და მიმღები დანაყოფების დასახელება;

ბ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილება;

გ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მოქმედების ფარგლები  (არეალი);

დ) ოპერატიულ მართვაში გადასაცემი დანაყოფის მართვის, ლოჯისტიკისა და სხვა საკითხები.".

14. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია:

ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;

ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.“.

15. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის  გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მოსამსახურე სასამართლო განჩინების საფუძველზე, სამსახურის უფროსის ბრძანებით დროებით უნდა იქნეს გადაყენებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.”.  

16. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურის უფროსის, მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის  ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“.

17. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“.

18. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის,  სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის ან დაწინაურების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ ამ წესით ან სამსახურის  უფროსის სხვა სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;“.

19. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.“.

20. 43-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის,  სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსის  წარუმატებლად გავლის გამო, თუ ამ წესით ან სამსახურის უფროსის სხვა სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმატებით ვერ გაივლის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას,  მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამას, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსს ან ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების  კურსს, უარყოფითი შედეგების დადგომიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე შეიძლება გათავისუფლდეს  დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში. აღნიშნული პირი შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, თუ ის უარს იტყვის პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე კადრების განკარგულებაში აყვანაზე.“.

21. 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) პირველად და მორიგ სახელმწიფო სპეციალურ ან სამხედრო წოდებას ანიჭებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;“.

22. 47-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;“.

23. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამსახურის მორიგი წოდების მისანიჭებლად შესაბამისი  საკადრო დანაყოფი ამზადებს სათანადო ბრძანების პროექტს.“.

24. 55-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. შვებულების გაფორმება ხორციელდება სამსახურის უფროსის, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის  მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.".

25. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურში, მის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.“.

26. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა გარდა სამსახურის ყველა სხვა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს, სამხედრო სამსახურში რიცხავს, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს, მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას აკისრებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური