საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023369
  • Word
526
23/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023369
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №5 26

2017 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის თაობაზე

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა (შემდგომში − ფონდი) და გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაციას (UN–Women) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი − „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი