დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.168.016206 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2017 წლის 20 თებერვლის №5425 სამართლებრივი დასკვნის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №2 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 01/02/2017, 010260030.35.168.016200) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 1. სოციალური დაცვის პროგრამის ქვეპროგრამები სოციალური დაცვის პროგრამა მოიცავს სოციალური დახმარების შემდეგ ქვეპროგრამებს: ა) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება; ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება; გ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება; დ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა; ე) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება; ვ) ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა დახმარება; ზ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება; თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) სოციალური დახმარება; ი) მარჩენალდაკარგულის და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება; კ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; ლ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება; მ) ხანძრებითა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება; ნ) ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის დახმარება; ო) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება; პ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება; ჟ) უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება.“. |
2.
მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურად გაჭირვებულ მდგომარეობაში, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 150000-მდე.“ . |
3.
მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (მოსარგებლემ) მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ.“ . |
4.
მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის)პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.“ . |
5.
მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა გამგეობაში ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურებამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.“. |
6.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.“. |
7.
მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მედიკამენტოზური მკურნალობისათვის – ღირებულების 50%, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა ან ფინანსური დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.“. |
8.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“. |
9.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა სოციალური დახმარება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთათვის (ვეტერანთათვის): ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები; ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად, არაუმეტეს 250 ლარის ოდენობით. 3. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“. |
10.
მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); დ) ბავშვის დაბადების მოწმობა; ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“. |
11.
მე-7 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან გაცემული საგარანტიო ფურცლის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე.“ |
12.
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“. |
13.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობა; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“. |
14.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მარჩენალდაკარგულისა და მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარება 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარჩენალდაკარგული მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას. 2. სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავე დროს ფაქტობრივად მაცხოვრებელი მარტოხელა მშობელი მიიღებს 100 (ასი) ლარის ოდენობით ერთჯერად დაფინანსებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო დედ-მამით ობოლი ბავშვის შემთხვევაში – მეურვე/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა; გ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან) ან მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“. |
15.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება 1. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი არასრულწლოვანი 18 წლამდე ასაკის შვილი, დედის დღესთან დაკავშირებით მიეცეს ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ბ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მრავალშვილიან უსახლკარო მოქალაქეებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინასებას თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 5. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართის) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ქირავნობის ხელშეკრულება.“. |
16.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 წლის და 100 წლის ასაკს გადაცილებულ მოქალაქეს მიეცეს ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით დაბადების დღის აღსანიშნავად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე.“. |
17.
მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
18.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. ხანძრებითა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახის დახმარება 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა. 2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან; ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით. 5. მეწყერით მიყენებული ზიანის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთათვის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებას ან თანადაფინასებას თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით. 6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართის) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ე) ქირავნობის ხელშეკრულება.“. |
19.
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის (პაციენტის)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა; დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.“ |
20.
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება 1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ პირებს: ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50 ლარის ოდენობით ყოველთვე. ბ) ოჯახებში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს 50 ლარის ოდენობით ყოველთვიურად; გ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 100 ლარისა ერთჯერადად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ფორმა N100; ე) დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლე პირის ოჯახის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველი) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრირებული ბავშვის შესახებ შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილება; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ პირად ანგარიშზე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამით მოსარგებლემ ან ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100); ე) ცნობა ექიმისაგან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ ან ინვალიდობის შესახებ. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად: ა) სტაციონური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001 ლარამდე 50%-ით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით. ბ) 1001 ლარიდან 2001 ლარამდე – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. გ) 2001 ლარიდან ზემოთ – 30%-ი, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა დახმარების მიღებისათვის (სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე. 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებისათვის, ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებისათვის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის გაიცემა დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 8. დახმარების მისაღებად უფლებამოსილმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია; ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გახსნილ საბანკო ანგარიშზე.“. |
21.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: ა) სამშობლოს დაცვისას საბრძოლო მოქმედების, საბრძოლო ამოცანის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის; ბ) უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის; გ) ომის მონაწილის, აგრეთვე სამშობლოს დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო გარდაცვლილის; დ) ტყვედჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის (გარდა ნებაყოფლობითი ტყვეობისა), რომელიც ტყვეობაში დაიღუპა ან გარდაიცვალა; ე) უცხოელი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, რომელიც დაიღუპა საქართველოს დაცვისას. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) წარმომადგენლის ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. დახმარება გაიცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“. |
22.
დაემატოს 171 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 171. უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოალაქეების დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება უპატრონოდ დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურება. 2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი და მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 5. დახმარება გაიცემა გამგებლის ბრძანების საფუძველზე.“ |
23.
მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ წესის მე-5, მე-11, მე-12, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტების, მე-17 და 171 მუხლების გარდა განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კომისიის მიერ, ხოლო მე-5, მე-11, მე-12, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ა“ და „ბ ქვეპუნქტების, მე-17 და 171 მუხლებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ჯანდაცვისა და სოციალური განყოფილების უფროსის მიერ საკითხის შესწავლისა და მის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ." |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები