„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130070000.63.075.016044
25
30/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130070000.63.075.016044
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №25

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 21 დეკემბრის №116 ბრძანებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23.12.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130070000.63.075.016026) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

სამსახურის დანაყოფებზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის შედარება შეიარაღების სამსახურის სააღრიცხვო მონაცემებთან წარმოებს ინვენტარიზაციის ჩატარების წინ, შეიარაღების სამსახურის გეგმის შესაბამისად დადგენილი დროისა და წესების მიხედვით.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

სამსახურის დანაყოფებს უფლება აქვთ, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საკუთარი მოთხოვნების შესაბამისად იქონიონ იარაღის გარკვეული ოდენობა.“.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

სამსახურის დანაყოფების დაქვემდებარებაში არსებულ დანაყოფებს შორის იარაღის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ ცენტრალიზებული წესით, შეიარაღების სამსახურის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებით სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ.“.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

შეიარაღების სამსახურის საწყობიდან დანაყოფების მიერ ქონების მიღების შემდეგ, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანხმობით შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირი (სპეციალისტი შეიარაღების ხაზით) მიღებულ ქონებას ზედდებულებით, უწყისებით ან მიღება-ჩაბარების აქტით ანაწილებს დანაყოფებში მათი მოთხოვნის შესაბამისად.“.

5. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები, რომელთა დაქვემდებარებაში მყოფი მოსამსახურეების მიმართაც იწყება დისციპლინური დევნა,  სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გენერალური ინსპექციის წარდგინების საფუძველზე ან რომლებიც სამსახურის უფროსის ბრძანებით აყვანილი იქნებიან კადრების განკარგულებაში, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ აღნიშნულ პირებზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შესაბამისი წესით ჩამორთმევა-ჩაბარება.“.

6. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სპეციალური დანიშნულების საბრძოლო დანაყოფებისათვის მოსამზადებელ კურსებსა და სავარჯიშო სროლებზე გასახარჯი საბრძოლო მასალის ხარჯვის ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.

შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამზადებელ კურსებსა და სავარჯიშო სროლებზე გასახარჯი საბრძოლო მასალის ხარჯვის ნორმები განისაზღვრება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით დამტკიცებული გეგმის შესაბამისად.“.

7. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები ვალდებული არიან სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში საბრძოლო მასალის ხარჯვის უწყისის საფუძველზე (ფორმა №10)  გახარჯული საბრძოლო მასალის კომისიური წესით შედგენილი ჩამოწერის აქტის (რომელშიც მიეთითება სავარჯიშო კურსის ჩატარების ადგილი, თარიღი, ვარჯიშის სახეობა, ვარჯიშში მონაწილე თანამშრომელთა რაოდენობა და გახარჯული საბრძოლო ვაზნების რაოდენობა) დამტკიცება.

მუხლი 38

ჩამოწერის აქტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ექსპერიმენტული სროლების ჩასატარებლად გახარჯული (ვაზნების რაოდენობა განუსაზღვრელია) ვაზნების თაობაზე ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და სამ თვეში ერთხელ წარუდგენს (წერილობით) სამსახურის უფროსს ჩამოსაწერად.“.

8. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეთანხმებული განადგურების აქტის საფუძველზე შეიარაღების სამსახური, სამსახურის დანაყოფების შეიარაღებაზე პასუხისმგებელი პირები არსებული წესით ახორციელებენ ცვლილებების შეტანას სააღრიცხვო მონაცემებში.“.

9. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 44

სამსახურის დანაყოფებზე რიცხული იარაღის ინვენტარიზაციას აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს მხოლოდ სამსახურის შეიარაღების სამსახური, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც ფორმდება ინვენტარიზაციის შესაბამისი უწყისი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური