დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.33.058.016107 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 10 თებერვლის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ 2010 წლის 27 თებერვალი, №24 (23.239) გვ.14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი: ,,თ) გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილება.“. ბ) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანი გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობისა და იმუნოპროფილაქტიკის განყოფილების ძირითადი უფლება-მოვალეობანია: ა) რეგიონის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებათა კოორდინაცია; ბ) სამიზნე ტერიტორიაზე განთავსებული პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების, სტატისტიკურ მონაცემთა ხარისხის მონიტორინგი; გ) მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესის ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების გავრცელების ხასიათის რუტინული, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და სიტუაციური ანალიზი; დ) ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და ავადობის დინამიკაზე მონიტორინგის განხორციელება; ე) ყოველი მომდევნო წლისათვის ბავშვთა პროფილაქტიკური აცრების დაგეგმვა; ვ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ასაკობრივი შემაჯამებელი ანგარიშის მომზადება; ზ) იმუნიზაციას დაქვემდებარებული მოსახლეობის ვაქცინოპროფილაქტიკისათვის ასაცრელი მასალის, შპრიცების, საუტილიზაციო კონტეინერებისა და სხვა სახარჯი მასალის წლიური საჭიროების განსაზღვრა; თ) რეგიონში ,,ცივი ჯაჭვის“ ინვენტარიზაცია; ი) ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების მიმდინარე, სიტუაციური, 6 თვის და წლიური ანალიზი; კ) ამცრელი უბნის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემების განსაზღვრა და სათანადო ღონისძიებების დაგეგმარებით ინფორმაციის მომზადება; ლ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ბრძანების შესრულების მონიტორინგი; მ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე დამხმარე ზედამხედველობის განხორციელება; ნ) აცრებზე დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირის დონეზე ვაქცინოპროფილაქტიკისა და ,,ცივი ჯაჭვის“ რუტინული მონიტორინგი; ო) ვაქცინოპროფილაქტიკის ყოველთვიური ანგარიშის მიღება და აგრეგირებული ანგარიშის მომზადება სტანდარტული კომპიუტერული პროგრამების შესაბამისად; პ) აცრებს დაქვემდებარებული კონტინგენტის განსაზღვრის, აცრების წლიური და ყოველთვიური დაგეგმარების, შესრულებული სამუშაოს ანგარიშგების საკითხებზე აცრებზე დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა; ჟ) ბავშვთა მოსახლეობის აცრებით მოცვის დონისა და იმუნიზაციის სხვა მაჩვენებლების შეფასება; რ) აცრისშემდგომი გართულებისა და რეაქციების ზედამხედველობა; ს) იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის I და II დონეზე დასაქმებული სპეციალისტების ინსტრუქტაჟი; ტ) იმუნიზაციის ელექტრონული მოდულის წარმოება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები