დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016045 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016002) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ 2. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის სამმართველოს.“. ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მათი მოსამსახურეებისათვის სპეციალური საშუალებების აუცილებლობას კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს უშუალოდ ამ დანაყოფის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსთან ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები