დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.63.075.016047 |
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №1 დანართის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ორსული და მეძუძური დედებისათვის და აგრეთვე ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №2 დანართის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ არასრულწლოვანთათვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა №3 დანართის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო ულუფის ნორმა №4 დანართის შესაბამისად. 5. ამ ბრძანებით გათვალისწინებული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 6. ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან. |
|
დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები
|
დანართი №2
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში ორსულ და მეძუძური დედების, ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები
|
დანართი №3
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში არასრულწლოვანთა სადღეღამისო კვების ნორმები
|
დანართი №4
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო ნორმა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები