„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016051
32
30/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
130000000.63.075.016051
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №32

2017 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03.08.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში,  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში - საჯარო სამართლის იურიდიული პირი)  საქმიანობის კოორდინაცია;“.

  1. მე-9 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთო კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის დანაყოფების საქმიანობას;

გ) უზრუნველყოფს სამსახურის დანაყოფებში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზებას,  კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოების ერთიანი  წესების შესრულების კონტროლს, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის თანხმობით, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სამსახურის დანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას;“.

  1. მე-11 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისა და დავალებების შესრულებისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას;

გ) სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების  დავალებების შესაბამისად, ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით ცალკეული საკითხის მომზადებისას მუშაობს დამოუკიდებლად ან სამსახურის დანაყოფებთან ერთად;“.

  1. მე-12 მუხლის „ზ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური