დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 97 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016952 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) და ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის:
|
1.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის, საერთაშორისო ფორუმისათვის (ასამბლეა, სესია, სიმპოზიუმი, კონფერენცია და ა.შ.) და სპორტული შეჯიბრებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):“. |
2.
„ე.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ზ) სპორტული მანქანები, მოტოციკლები და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საცურაო საშუალებები (ძრავიანი, იალქნიანი, ნიჩბიანი) და მათი სათადარიგო ნაწილები; სპორტული საფრენი საშუალებები (ძრავიანი და ძრავის გარეშე) და მათი სათადარიგო ნაწილები; სასტენდო და სხვა სპორტული იარაღი; სპორტის სხვადასხვა სახეობისათვის განკუთვნილი ინვენტარი და მოწყობილობა (მაგ.: ბურთები, ჩოგანი, მშვილდ-ისარი, თხილამურები, ციგურები, ციგები, სასრიალო დაფა და ა.შ.), სპორტული ფორმა და სპორტსმენის სპეციალური აღჭურვილობა;“; |
3.
„ე.მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ნ“ და „ე.ო“ ქვეპუნქტები:
„ე.ნ) მუსიკალური ინსტრუმენტები, საკონცერტო და სასცენო დეკორაციები, განათებისა და სხვა მოწყობილობები; ე.ო) საორგანიზაციო და სადემონსტრაციო მასალა და მოწყობილობები (მაგ:. კომპიუტერული ტექნიკა, დაფები და სხვა ანალოგიური საქონელი).“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები