დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის N71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016054 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 8 ოქტომბრის №71 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 08/10/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი – 130000000.63.075.016022) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) სამსახურის დანაყოფების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი კომპეტენციების განსაზღვრის თაობაზე სამსახურის უფროსის ბრძანების ან სხვა სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობის შესაბამისად.“. 3. მე-5 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შედგენის, დაფინანსების, ანგარიშგების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ცალკეული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მიიღოს საჭირო მონაცემები და ინფორმაცია და/ან შესაბამისი განმარტებების მისაცემად მოიწვიოს სამსახურის დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლები; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სამსახურის ხელმძღვანელობას დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს სათანადო წინადადებები სამართლებრივი აქტის შემუშავებისა და გამოცემის თაობაზე;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ზ) სამსახურის უფროსისა და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამსახურის სხვა დანაყოფთან ერთად;“. 4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ანგარიშგებების საფუძველზე ნაერთი ბალანსის მომზადება და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენა;“. 5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) სამსახურის პრიორიტეტებისა და დანაყოფების მოთხოვნების საფუძველზე სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროში განსახილველად წარდგენა;“. 6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ5) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა – წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერება-კორექტირება დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარ სამმართველოსთან ამ უკანასკნელის მიერ სამსახურის დანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;“. 7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამსახურის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე და/ან წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა;“. 8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ6) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წლიური სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა;“. 9. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჰ8–ჰ11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ8) სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე მათი საკანცელარიო, სამეურნეო და ჰიგიენური საქონლით, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით და მათი აქსესუარებით, ბეჭდური პროდუქციით, ბეჭდებით, შტამპებით, მობილური და შიდა ქსელური მოხმარების ტელეფონებით, ოპერატიულ-ტექნიკური კავშირგაბმულობის საშუალებებით, ავეჯით, უნიფორმით და სხვა ყოველდღიური მოხმარების საქონლით უზრუნველყოფა; ჰ9) სამსახურის დანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე წარმომადგენლობითი და საპროტოკოლო ღონისძიებების კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფა. სამსახურის შესაბამისი დანაყოფების კვების ორგანიზება და სამსახურში მოქმედი შესაბამისი სასადილოების გამართული ფუნქციონირების ზედამხედველობა; ჰ10) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში გადაგზავნა; ჰ11) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის შესაბამის დანაყოფებში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები