„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.016475
24
05/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
120170050.22.026.016475
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №24

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში, გარდა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა (შემდგომში აკადემია), ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში არანაკლებ ორჯერ (ოქტომბერი-ნოემბერი და აპრილი-მაისი).“.

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. იუნკერთათვის ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება აკადემიის რექტორის მიერ წელიწადში არანაკლებ ორჯერ (სასწავლო სემესტრის მიხედვით).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია