დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016055 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს № 13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2015წ., სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016013) დამტკიცებული დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) შეისწავლის და ამზადებს მასალებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომშო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მოსამსახურეთა მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანების ან საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის უფროსის კომპეტეციის ფარგლებში;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) კომპეტეციის ფარგლებში მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შემუშავების პროცესს. აწარმოებს საშტატო ერთეულთა რიცხოვნობის აღრიცხვას, აკონტროლებს მათ მოძრაობას;“; გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) იღებს აუცილებელ ინფორმაციასა და სხვა მონაცემებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა დანიშვნის, გადაადგილების, წოდების მინიჭების, წახალისების, დასჯისა და სხვა საკადრო საკითხების თაობაზე, შესაბამის ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში აღრიცხვის მიზნით;“; დ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ1“ ქვეპუნქტი: „ფ1) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკადრო საქმიანობას, ასევე, ასეთი საქმიანობისას კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესრულების კონტროლს. განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები