დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.103.016230 |
|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/07/2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.103.016187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
მოსაკრებლის გამოთვლის მეთოდი: M =N x C x k :12 მაგ: M = 0,04 x 10 x 1:12 M = 0.03 (1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე) შესაბამისად: M, ანუ მიღებული გამრავლდება დაკავებულ ფართზე ან მომხმარებელთა რაოდენობაზე (ადგილი, საწოლი, მოსწავლე). M - არის ნარჩენების დაგროვების ნორმატივი (კუბამეტრი) წელიწადში 1მ2-ზე ან 1 მომხმარებელზე თვეში. N - ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში. C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება. K - დაკავებული ფართი ან მომხმარებელთა რაოდენობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები