"ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAღ)“ შპს „აირზენა” საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ”

  • Word
"ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAღ)“ შპს „აირზენა” საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 440
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 06/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 10/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.280.000.08.002.003
  • Word
440
06/10/2004
სსმ, 112, 10/10/2004
010.280.000.08.002.003
"ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAღ)“ შპს „აირზენა” საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №440

2004 წლის 6 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და  „იაკ-42 (4L-AAR)“ შპს „აირზენა საქართველოს ავიახაზებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზების შესახებ

სახელმწიფო საჭიროებისათვის განსახორციელებელი ლიტერული რეისები და ამ მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავების შენახვა უკავშირდება მნიშვნელოვან საბიუჯეტო დანახარჯებს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ცნობად იქნეს მიღებული ქ. ბათუმის მერიის წინადადება ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული თვითმფრინავების „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAR)“ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და მათი პირდაპირი მიყიდვის ფორმით განკარგვის თაობაზე და ამასთანავე, მყიდველის მიერ სახელმწიფო ლიტერული რეისების შეღავათიანი სატარიფო სისტემით მომსახურების უზრუნველყოფის პირობით:

1. ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული თვითმფრინავები „იაკ-42 (4L-AAM)“ და „იაკ-42 (4L-AAR)“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 99 000 (ოთხმოცდაცხრამეტი ათასი) ლარად გადაეცეს შპს „აირზენა“ საქართველოს ავიახაზებს. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რეისები უნდა განხორციელდეს ბათუმის აეროპორტიდან და უნდა მოხდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება.

2. აღნიშნული ბრძანებულების შესრულების მიზნით, ქ. ბათუმის მერიამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მ. სააკაშვილი