დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023368 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №525
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და არ გავრცელდეს:
ა) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, „სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ (პროგრამული კოდი: 35 01 05) პროგრამის ფარგლებში, განსაზღვროს არაუმეტეს 6 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება – არა უმეტეს 697 ლარით;
ბ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, საგრანტო პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში, განსაზღვროს არა უმეტეს 5 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 2 397 ლარით;
გ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, საგრანტო პროექტის – „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, განსაზღვროს არაუმეტეს 4 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება - არაუმეტეს 1 132 ლარით;
დ) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა, საგრანტო პროექტის – „ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე“ ფარგლებში, განსაზღვროს არაუმეტეს 4 ერთეულით, ხოლო საშუალო შრომის ანაზღაურება – არაუმეტეს 1 248 ლარით.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 თებერვლის №343 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2017 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები