დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 522 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023365 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №522
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღების თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 485 000 (ოთხას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები