„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016728
227
28/03/2017
ვებგვერდი, 28/03/2017
010340000.22.027.016728
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №227

2017 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის №149 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21/11/2011, 010340000.22.027.016216) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) 171 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ძირითადი სტრუქტურისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციების განსაზღვრა;

ი) სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები.“;

ბ)171 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 172 პუნქტი:

172. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო:

ა) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრა;

ბ) კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსისა და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესი და პროცედურები;

გ) ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები;

დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის არქიტექტურა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები;

ე) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების ტექნიკური წესი და პროცედურა;

ვ) საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობისა და მათი საექსპერტო კვლევის წესები;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უწყებრივი მედლების ან წახალისების სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებული ნიმუშების დამტკიცება და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები;“;

ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასურები და მის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე