დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 517 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023360 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №517
2017 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
| № | CPV კოდი* | შესყიდვის ობიექტი | რაოდენობა |
| 1 | 34100000 | სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები (მაღალი გამავლობის სამედიცინო დანიშნულების ავტომობილი) | 3 ცალი |
| 2 | 30200000 | პერსონალური კომპიუტერი | 5 ცალი |
| 3 | 30200000 | ხისტი/მყარი დისკი | 10 ცალი |
| 4 | 30200000 | ინფორმაციის შესანახი საშუალებები (ქსელური დისკური შემნახველი) | 2 ცალი. |
*CPV კოდი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების დანართით განსაზღვრულ კოდს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები