დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 510 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023350 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №510
2017 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს წინასწარი თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არაუმეტეს 47237 (ორმოცდაშვიდი ათას ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარის ფარგლებში განახორციელოს დანართით გათვალისწინებული უწყვეტი კვების წყაროს ელემენტების (CPV-31100000), კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (CPV-30200000), კონდიციონერების (CPV-42512000) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები