საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 509
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023351
  • Word
509
21/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023351
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №509

2017 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა  და  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ცენტრალური აპარატის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 80 ერთეულით;

 ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა განსაზღვროს 290 ერთეულით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში  და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის №166 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                  გიორგი კვირიკაშვილი