საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 505
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023347
  • Word
505
21/03/2017
ვებგვერდი, 30/03/2017
000000000.00.003.023347
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №505

2017 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისების დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები, კერძოდ:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს თანხმობა, რომ ცენტრალური აპარატის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 12 (თორმეტი) ერთეულით;

ბ) სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ბ.ა) სააგენტოს შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 23 (ოცდასამი) ერთეულით;

ბ.ბ) სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლებისა და შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო თანამდებობრივი სარგო არ აღემატებოდეს 1900 ლარს;

გ) სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 20 (ოცი) ერთეულით;

დ) სსიპ აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოზე - აკრედიტაციის ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

დ.ა) სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის შტატგარეშე მომუშავეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 70 (სამოცდაათი) ერთეულით;

დ.ბ) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ აღემატებოდეს 1 550 ლარს;

ე) სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ ადმინისტრაციის შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 52 (ორმოცდათორმეტი) ერთეულით;

ვ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ სააგენტოში დასაქმებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განისაზღვროს 70 (სამოცდაათი) ერთეულით.

2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი