„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 09
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016165
09
27/03/2017
ვებგვერდი, 29/03/2017
010250050.35.172.016165
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2017 წლის 27 მარტი

ქ. ამბროლაური

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის N07 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შემდგომში – შშმ) პირთა  ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.“.

ბ) მე-4 მუხლის  „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

„1.  საბჭოს ფუნქციებია:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან  ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

გ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

დ) შშმ პირებთან დაკავშირებით ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

ე) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.“;

დ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 ე) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:

ა) გარდაიცვალა;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ)  შეუწყდა საკრებულოს  წევრობისა და  მერიის  თანამდებობის პირის უფლებამოსილება, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის  საფუძველზე გათავისუფლდა  სამსახურიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე