დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 545 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023343 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №5 45
2017 წლის 23 მარტი
ქ . თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროზე არ გავრცელდეს ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატისა და აპარატის მიერ განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში, შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 230 ერთეულით;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 105 ერთეულით.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 მარტიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები