კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

  • Word
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მიღების თარიღი 20/03/2017
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/25
20/03/2017
ვებგვერდი, 29/03/2017
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/25

2017 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა  სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების,  ,,კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის 02  ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის  „ა“  პუნქტის  შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების   დანართში  მითითებულ ობიექტებს.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

4.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა 4)  

 

 გენერალური დირექტორი                                                                        ნიკოლოზ ანთიძე    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

 

ფოტო

სახელწოდება

 

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

1.

2

მე-14 საჯარო სკოლა

ქ. ქუთაისი, სულხან-საბა ორბელიანის
ქ. N3

არქიტექტურის,

ქალაქთმშენებლობის (ურბანული)

 

1952 წელი

2.

_MG_0084

მონუმენტი  „კიდევაც  დაიზრდებიან“


ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა.

მარნეული-თბილისის საავტომობილი მაგისტრალის მიმდებარედ.

არქიტექტურის / მემორიალური

1975 წლის  9 მაისი

3.

IMG_8503

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია


თერჯოლის მუნიციპალიტეტი,
სოფ. რუფოთის სასაფლაო

არქიტექტურის

XIX-XX  საუკუნე

4.

IMG_5987

ათანაანთ ციხე-კოშკი


გურჯაანის
მუნიციპალიტეტი, სოფ. კარდენახი, სოფლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალური პარკი

 

 

არქიტექტურის

გვიანი შუა საუკუნეები

5.

_B5Q7630

კვირაცხოვლის ეკლესია
(„ყვავის საყდარი“)


ქარელის მუნიციპალიტეტი,
სოფ. ქვენა ტკოცა,

სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ის მანძილზე

არქიტექტურის

ეკლესია -XVIს; შეკეთებულია - XVIII- XIX სს-ში

6.

ff

ეკლესია


ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვემო არქევანი (გოშაქილისა)

სოფლის განაპირას ჩრდილოეთით 100 მ-ის მანძილზე

არქიტექტურის

ეკლესია - X ს-ის მიწურული; შეკეთებულია - XIII ს-ში

7.

_MG_3410

“ნათლისმცემელი”

 

თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარდისუბანი, სოფლის სასაფლაო

 

არქიტექტურის,

 

გვიანი შუა საუკუნეები

8.

ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
 1) ორსართულიანი ეკლესია
;
2)ღვთისმშობლის ეკლესია;
3) სამრეკლო


თიანეთის მუნიციპალიტეტი,
ნასოფლარი იხინჭა

არქიტექტურის

გვიანი შუა საუკუნეები