დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 436 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 110, 06/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №436
2004 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებასა და ამავე ბრძანებულებით დამტკიცებულ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.“.
2. დებულების VII მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები