დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 154 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/04/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.019863 |
|
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.016172) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ13“ და „ჰ14“ ქვეპუნქტები: „ჰ13) ვეტერინარული სერტიფიკატი მცოხნავი ცხოველ(ებ)ისა და ცხენის დამუშავებული იმ ტყავისა და კანის, ევროკავშირში ექსპორტისათვის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის, რომელიც 21 დღე განცალკევებით ინახებოდა ან 21 დღე უწყვეტად იმყოფებოდა გზაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლამდე (დანართი №46); ჰ14) ვეტერინარული სერტიფიკატი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოდან ექსპორტირებულ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის რძესა და რძის პროდუქტებზე (დანართი №47).“. 2. დანართები: №17, №32, №33, №34, №35, №36, №37, №38, №39, №40, №41 და №42 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 3. დაემატოს თანდართული შინაარსის №46 და №47 დანართები. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები