„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 152
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019861
152
24/03/2017
ვებგვერდი, 28/03/2017
300160070.10.003.019861
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2017 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  მთავრობის  2014  წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში:

1. მე-3 მუხლის  29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„29. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოების შესაბამის თანამშრომლებს, რომელთაც აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის (შევსების) ან ელექტრონულ სისტემაში  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემების ასახვის ან/და მატერიალური სახით ატვირთვის უფლებამოსილება, ამ რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის, დადგენილი წესით, შესაძლებელია, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ შეცდომა დაშვებულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3, მე-4 (მე-4 რეკვიზიტის მე-4 გრაფის (მორის მოცულობა) გარდა) ან მე-9 გრაფებში.“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილი (მისამართი, ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით) და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი;“.

3. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საიდენტიფიკაციო მონაცემები ხელმძღვანელის ან/და მისი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ, რომელიც ახორციელებს დადგენილი წესით საკონტროლო ფირნიშების დეპარტამენტში წარდგენას.“.

5. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, განახორციელოს მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის მიღების, გადამუშავების, გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების  პროდუქტის აღრიცხვის, მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან/და პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების სახერხი საამქროდან გატანის პროცესების ასახვა ელექტრონულ ჟურნალში, რომელიც განთავსებულია ვებპორტალზე –  https://emoe.gov.ge.“.

6. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 − 77 პუნქტები:

„71. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავებისას   სავალდებულოა გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტიპისა და მოცულობის შესახებ მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება გადამუშავების დაწყების დღის 24:00 საათამდე, ხოლო პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახით ფანერის (შპონის) მიღების შემთხვევაში − მისი მიღების დღის 24:00 საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება მისი გადამუშავების დაწყების დღის 24:00 საათამდე, ხოლო პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახით ფანერის (შპონის) მიღების შემთხვევაში − მისი მიღების დღის 24:00 საათამდე − მონაცემების ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება სავალდებულოა მათი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანამდე.

72. პირველადი გადამუშავების პროდუქტის ზომის ერთეულად გამოიყენება – „მ3“, ხოლო ფანერის (შპონის) აღრიცხვისას ზომის ერთეულად ასევე უნდა მიეთითოს – „მ2“.

73. პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანამდე სავალდებულოა, ელექტრონულ ჟურნალში განხორციელდეს პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის რეგისტრაცია, რომლის შედეგად გენერირდება ელექტრონული „ცნობა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ“ (შემდგომში − ელექტრონული ცნობა) (დანართი №14). ამასთან, ცნობის რეკვიზიტებში გამოვლენილი შეცდომის, ასევე პროდუქტის გატანის გაუქმების ან/და გადავადების შემთხვევაში, ელექტრონული ჟურნალის მწარმოებელი პირი უფლებამოსილია, გააუქმოს ელექტრონული ცნობა მისი გენერირებიდან 15 წუთის განმავლობაში.

74. ელექტრონული ცნობის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახერხი საამქროს მფლობელს, გარდა „დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება ხე-ტყის მფლობელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

75. დაუშვებელია პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანა ელექტრონულ სისტემაში პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის რეგისტრაციისა და ელექტრონული ცნობის გენერირების გარეშე.

76. მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის რეგისტრაციის (ელექტრონული ცნობის გენერაციის) დასრულებისთანავე, აღნიშნული პირველადი გადამუშავების პროდუქტი დაუყოვნებლივ  უნდა იქნეს გატანილი  სახერხი საამქროს ტერიტორიიდან.   

77. სავალდებულოა გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანის ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მისი გამოყენებისას ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაცია. გატანილი/გამოყენებული ნარჩენის მოცულობის აღრიცხვისას გამოვლენილი უზუსტობის შემთხვევაში, სახერხი საამქროს მფლობელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.“.

7. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი ზომების განხორციელების შემდეგ პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის რეგისტრაცია და ელექტრონული ცნობის გენერირება ხორციელდება დეპარტამენტის მიერ შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული  შეტყობინების წარდგენის საფუძველზე.“.

8. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონულ ჟურნალს სახერხი საამქროს მფლობელი აწარმოებს პირადად ან  უფლებამოსილი პირის (პირების) მეშვეობით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახერხი საამქროდან ხე-ტყის (მორის), ასევე მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და წარმოქმნილი ნარჩენის გატანა.“.

9. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. სახერხი საამქროს ყოველთვიური ანგარიშგების მოთხოვნები

1. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია, ყოველთვიური ანგარიშგების მიზნით, ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით, დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგინოს ყოველი თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული ხე-ტყის (მორის) საკონტროლო ფირნიშები. სახერხი საამქროს მფლობელი უფლებამოსილია, ასევე განახორციელოს მიმდინარე თვეში გადამუშავებული მორების შესაბამისი ფირნიშების წარმოდგენა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონტროლო ფირნიშები დეპარტამენტს ან მის ტერიტორიულ ორგანოს ჰბარდება მიღება-ჩაბარების აქტით და ჩამოიწერება ელექტრონულ სისტემაში. ჩამოწერილი საკონტროლო ფირნიშები ინახება 1 წლის ვადით და შემდგომში დეპარტამენტი უზრუნველყოფს მათ განადგურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით (დაწვის გზით).“.

10.  21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) 2017 წლის 10 აპრილამდე ელექტრონულ ჟურნალში (შესაბამის მოდულში) ასახოს სახერხ საამქროში არსებული მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოცულობა ხე-ტყის სახეობისა და პროდუქტის ტიპის მიხედვით, რომელიც ამ პერიოდისთვის არ არის გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიიდან შესაბამისი ხე-ტყით მოსარგებლის მიერ. მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ასახვა უნდა განხორციელდეს ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრირებული ხე-ტყის მიღების შესაბამისი უნიკალური ნომრისა და ტყითმოსარგებლის მიხედვით. 2017 წლის 10 აპრილიდან აღნიშნული პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანა განახორციელოს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით;

ზ) 2017 წლის 10 აპრილამდე ელექტრონულ ჟურნალში ასახოს ხე-ტყის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების საერთო ოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის არ არის გატანილი სახერხი საამქროს ტერიტორიდან ან/და არ არის გამოყენებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე. 2017 წლის 10 აპრილიდან აღნიშნული ნარჩენების სახერხი საამქროდან გატანა ან/და სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოყენება განახორციელოს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

 

11. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №14:

„დანართი №14

მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

 

ცნობის სტატუსი -

 

ცნობა მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ

 

ცნობის ნომერი

0000000-0000-00-0000

ცნობის თარიღი  და დრო

 

სახერხი საამქრო

 

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

რეგისტრაციის ნომერი

 

რეგიონი

 

მუნიციპალიტეტი

 

მისამართი

 

 

ინფორმაცია ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანის შესახებ

ხე-ტყით მოსარგებლის დასახელება

 

 

მძღოლის/გამტანი პირის დასახელება

 

 

ავტომანქანის სახელმწიფო  ნომერი

 

რეგიონი

 

მუნიციპალიტეტი

 

ქალაქი/სოფელი

 

დანიშნულების ადგილი

 

მიზნობრიობა

 

ინფორმაცია ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის შესახებ

პროდუქტი

ჯიში

მოცულობა

მიზნობრიობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელექტრონული ფოსტა

ტელეფონი“.

 

 

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 10 აპრილიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის პირველი აპრილიდან.


პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი