ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016149
11
24/03/2017
ვებგვერდი, 28/03/2017
010250020.35.176.016149
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 27 თებერვლის N8 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს N2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2017 წლის 24 მარტი

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს  №2 დადგენილებაში ,,თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე“ (www.matsne.gov.ge, 02/03/2017, 010250020.35.176.016146):
1.  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №8 დადგენილების „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 აგვისტოს №2 დადგენილებაში „თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებას დაემატოს 341 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  341.  დასახლების საერთო კრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება

1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და დასახლების საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.

2. დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.

3.  დასახლების საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისათვის ქვეყნდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერისთვის მისი წარდგენიდან  3 დღის ვადაში.

4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში დასახლების საერთო კრებისთვის მისი გაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.

5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და სხვა ინტერნეტრესურსის გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებეს მუნიციპალიტეტი.

6. დასახლების საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე დასახლების საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).“.


მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე