„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016225
40/04
24/03/2017
ვებგვერდი, 24/03/2017
220010040.18.011.016225
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის N44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №40/04

2017 წლის 24 მარტის

ქ. თბილისი

„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის №44/01 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

დანართი №2

ბანკის დასახელება

IBAN კოდი

საქართველოს ეროვნული ბანკი

NB

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო“

AZ

სს „ბაზისბანკი

BS

სს „ბანკი ქართუ

CR

სს „სილქ როუდ ბანკი

BT

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია

VT

სს „ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი

ZB

სს „თიბისი ბანკი

TB

სს „ტერაბანკი

KS

სს „პროკრედიტ ბანკი

PC

სს „საქართველოს ბანკი

BG

სს „ლიბერთი ბანკი

LB

სს „ხალიკ ბანკი საქართველო

HB

სს ბანკი „რესპუბლიკა

BR

სს „იშბანკი საქართველო

IS

სს „პაშა ბანკი საქართველო

PB

სს „ფინკა ბანკი საქართველო

FG

სს „კრედო ბანკი

CD