„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 173
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016636
173
03/04/2017
ვებგვერდი, 04/04/2017
140130000.22.034.016636
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №173

2017 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1007 ბრძანებაში (ვებგვერდი, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ინკასაციას, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილებას ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის – ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოსა (შემდგომში – სამმართველო) და შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი