დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 429 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 04/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №429
2004 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 18 ნოემბრის №483 ბრძანებულებაში (სსმ III, 18.11.02, №116, მუხ. 1010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.“;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდება.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის დებულების დამტკიცებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები