დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016378 |
|
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-60 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016074) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თბილისის მერიისა (გარდა თბილისის რაიონის გამგეობებისა) და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლობა სასამართლოში;“; ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თბილისის მერიისა (გარდა თბილისის რაიონის გამგეობებისა) და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლობა სასამართლოში (კომპეტენციის ფარგლებში);“ გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“; დ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილება.“; ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილების ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა; ბ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე შემოსული განცხადებების შესწავლა და კომისიისათვის წარდგენა; გ) განმცხადებლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები