დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5-20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016379 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის №8-15 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 18/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016015) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-8 მუხლის „ლ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-14 მუხლის „ვ“ და „ზ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დაიცვას და წარმოადგინოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი საქართველოს საერთო სასამართლოებში; ზ) მაჟორიტარი საკრებულოს წევრების ოფისების ქირავნობის ხელშეკრულებების, საკრებულოს წევრთა და თანამშრომელთა კორპორაციული დაზღვევის ხელშეკრულებების მომზადება, ვიზირება;“. გ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ პუნქტი: „ზ1) საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა, არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენება და საარქივო ფონდის დოკუმენტების სახელმწიფო შენახვისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად;“ დ) მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს. ე) 21-ე მუხლის „დ“ და „თ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საკრებულოს სხდომათა დარბაზში და საკონფერენციო დარბაზებში არსებული აპარატურული სისტემების მოვლა, ტექნიკური და პროგრამული ზედამხედველობა, გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“ „თ) საკრებულოს ციფრული კავშირგაბმულობის (სატელეფონო ქსელების) ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“. ვ) 23-ე მუხლის „ბ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. ზ) 23-ე მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საინჟინრო კომუნიკაციების, ტექნოლოგიური და სპეცდანიშნულების მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების, ხანძარსაწინააღმდგო სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;“ თ) 24-ე მუხლის „ლ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები