„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/04/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016476
25
05/04/2017
ვებგვერდი, 05/04/2017
120340000.22.026.016476
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №25

2017 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 7 აპრილის №13 ბრძანებით (ვებგვერდი, 08/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016311) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება და ანალიზი.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა აღრიცხვა, მონაცემთა ბაზაში შეტანა და ცენტრალური მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება;

ო) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა.“.

3. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის და დაგეგმვის სამმართველო;“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს ,,დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:

დ.ა) სერვისების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილება;

დ.ბ) ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილება.“.

5. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. მე-5 მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„6. საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება;

გ) ინფორმაციის პერიოდული ანალიზი, ტენდენციების დადგენა და ანგარიშგება;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;

ე) სამინისტროს სისტემაში არსებული დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;

ვ) მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაცია, მოგვარება და მათზე ანგარიშგება;

ზ) კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება.

7. სერვისების მართვისა და ადმინისტრირების განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ლოგისტიკური სერვისებისა და აპლიკაციების მართვა;

ბ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის ადმინისტრირება, სისტემური განახლება;

გ) ინფორმაციის პერიოდული ანალიზი, ტენდენციების დადგენა და ანგარიშგება.

8. ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება;

ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება და მათი პროგრამული უზრუნველყოფა;

გ) მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული ინციდენტების რეგისტრაცია, მოგვარება და მათზე ანგარიშგება;

დ) კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და განახლება.“.

7. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამმართველოს უფროსს საშტატო ნუსხის შესაბამისად ჰყავს მოადგილე, რომელიც:

ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) უზრუნველყოფს სამმართველოს ეფექტურ ფუნქციონირებას;

ე) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 7 აპრილიდან. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია