დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/04/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/04/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120300000.22.026.016478 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 19 ივნისის №448 ბრძანებით (სსმ, №77, 24/06/2009, სარეგისტრაციო კოდი: 120.340.000.22.026.013.212) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შესახებ სხვადასხვა სახის რაოდენობრივი და თემატური მოხსენებების მომზადება და აღნიშნულიდან გამომდინარე, პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შეთავაზება.“. 3. მე-13 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) პირადი შემადგენლობის მონაცემთა დამუშავების განყოფილება.“. 4. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის მონაცემთა დამუშავებას მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და საჭიროებისამებრ, თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან კოორდინაციაში; ი) მონაცემთა ბაზიდან საჭირო ინფორმაციის ანალიზს, ტენდენციების დადგენასა და პირადი შემადგენლობის მართვის ოპტიმიზაციის წინადადებების შემუშავებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 7 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები